მალხას ამოიანი (დ. 22 იანვარი, 1999) — სომეხი ბერძნულ-რომაული სახეობის მოჭიდავე. 2021 წელს მოიგო ოქროს მედალი ოსლოში, ნორვეგიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ამავე წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

მალხას ამოიანი
250
პირადი ინფორმაცია
ეროვნება იეზიდები
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1999(1999-01-22) (25 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
სიმაღლე 168
ქვეყანა სომხეთი

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩაერთო 2005 წელს სპორტულ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დინამოს“ სპორტულ დარბაზში, მწვრთნელების ჰამლეტ ოჰანისიანისა და აზატ ამოიანის ხელმძღვანელობით. ის არის ევროპის ორგზის ჩემპიონის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისა და 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორის, რომან ამოიანის ძმისშვილი. 2017 წლის ივნისში, დორტმუნდში გამართულ ახალგაზრდულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე, 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოსვლისას, მალხას ამოიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დაამარცხა ბულგარელი კრასიმირ პლამენოვ-კრუმოვი, ანგარიშით 7:4.[1] იმავე წლის აგვისტოში, ფინეთში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ფინალში დამარცხდა ირანელ ამინ კავიანეჯადთან ანგარიშით 3:3. ამით მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. 2018 წელს რომში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მალხასმა ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა.[2]

2020 წელს მოიგო ვერცხლის მედალი ბელგრადში, სერბეთში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო თასზე. 1/8 ფინალში ანგარიშით 6:0 დაამარცხა სერბი ალექსანდარ მაქსიმოვიჩი. მეოთხედფინალში დამაჯერებლად, ანგარიშით 12:0 დაამარცხა მოლდოველი ვალენტინ პეტიცი. ნახევარფინალში ანგარიშით 7:0 დაამარცხა თურქი ჯენგიზ არსლანი. ფინალში დამარცხდა უნგრელ ბალინტ კორპაშისთან.[3][4]

2021 წლის ოსლოში, ნორვეგიაში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 72 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი. 1/16 ფინალში დაამარცხა ნორვეგიელი ჰავარდ იორგენსენი, ანგარიშით 8:0. მისი მეტოქე შემდეგ ეტაპზე იყო ლიეტუველი კრისტუპას შლეივა, რომელიც ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ნახევარფინალში დაუპირსპირდა ირანელ მოჰამად რეზა მოხტარისთან, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 10:6 დაამარცხა. ფინალში დაამარცხა რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელი სერგეი კუტუზოვი (3:1).[5][6]

2021 წელს მოიპოვა ვერცხლის მედალი ვარშავაში, პოლონეთში გამართულ ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, 72 კგ წონით კატეგორიაში. 1/16 ფინალში დაამარცხა ხორვატი ალენ ფოდორი, ანგარიშით 9:0. შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე იყო უკრაინელი მაქსიმ იევტუშენკო, ანგარიშით 5:0. ნახევარფინალში დაამარცხა პოლონელი მოჭიდავე რომან პაჩურკოვსკი (6:0). ფინალში დამარცხდა საქართველოს წარმომადგენელ შმაგი ბოლქვაძესთან, ანგარიშით 1:4.[7][8] 2021 წელს მოიგო სკოპიეში გამართული ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი, 72 კგ წონით კატეგორიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Армянские борцы завоевали две медали
  2. Малхас Амоян и Арарат Манучарян завоевали бронзовые медали
  3. Iveson, Ali (13 December 2020). „Russians dominate Greco-Roman competition at UWW Individual World Cup“. InsideTheGames.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 December 2020. ციტირების თარიღი: 14 December 2020.
  4. 2020 Individual Wrestling World Cup Results Book. ციტირების თარიღი: 18 December 2020
  5. Burke, Patrick (8 October 2021). „Rafig Huseynov among winners of first Greco-Roman finals at UWW World Championships in Oslo“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 8 October 2021.
  6. 2021 World Wrestling Championships Results Book. ციტირების თარიღი: 16 October 2021
  7. Morgan, Liam (25 April 2021). „Double world champion Evloev clinches Russian sweep at European Wrestling Championships“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 25 April 2021.
  8. 2021 European Wrestling Championships Results Book. ციტირების თარიღი: 25 April 2021