რომან ამოიანი (სომხ. Ռոման Ամոյան; დ. 3 სექტემბერი, 1983) — იეზიდური წარმოშობის ვეტერანი სომეხი ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი. მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის მედალოსანი და ევროპის ორგზის ჩემპიონი. 2009 წელს ამოიანს მიენიჭა სომხეთის სპორტის ოსტატის წოდება.[2] კარიერის მანძილზე ამოიანი ასპარეზობდა 55 და 59 კგ წონით კატეგორიებში.

რომან ამოიანი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 3 სექტემბერი, 1983(1983-09-03) (41 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
სიმაღლე 160
წონა 55[1]
ქვეყანა სომხეთი
ჯილდოები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მე-2 ხარისხი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

რომან ამოიანი 1983 წლის 3 სექტემბერს, იმ დროსითვის სსრკში, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში (ამჟამად სომხეთი), იეზიდი მშობლების ოჯახში. ჭიდაობა დაიწყო 1995 წელს. 2001 წელს მოახერხა გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი იუნიორთა შორის. ერთი წლის შემდეგ, 2002 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი იუნიორთა შორის.

2003 და 2005 წლებში მოიპოვა ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე. 2006 წელს მოიგო მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატი. 2008 წელს ბეიჯინში, ჩინეთში გამართულ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 55 კგ წონით კატეგორიაში მოიგო ბრინჯაოს მედალი ამოიანი იყო პირველი სომხეთის წარმომადგენელი მოჭიდავე რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა ბოლო 16 წლის განმავლობაში.[3]

მან მოიგო ბრინჯაოს მედალი 2009 წელს და ვერცხლის მედალი 2010 წელს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამოიანმა ასევე მოიპოვა ოქროს მედალი 2006 წელს და სამი ვერცხლის მედალი 2003, 2005 და 2008 წლებში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე.

ამოიანი იყო სომხეთის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების წევრი ჭიდაობის მსოფლიო თასზე 2010 წელს.[4] სომხეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, რაც შეეხება ამოიანს მან ინდივიდუალურად ოქროს მედალი მოიგო[5]

2011 წელს ამოიანს მიენიჭა სომხეთის წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება. მან იმავე წლის ევროპის ჩემპიონატზე მიიღო სერიოზული თავის დაზიანება, მაგრამ მიუხედავად ამისა გააგრძელა ასპარეზობა სისხლიანი თავით. ამოიანი ტრავმის მიუხედავად ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა.[6]

ამოიანმა ვერ მოახერხა გასულიყო 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[7] ამოიანმა მოიგო კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე 2013 წელს და კიდევ ერთი ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე 2016 წელს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

რომან ამოიანი დაქორწინებულია. ჰყავს მეუღლე, რომელიც პროფესიით ექიმია და ერთი ქალიშვილი.[8]

  1. Olympedia — 2006.
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. www.ra.am. ციტირების თარიღი: 18 January 2013
  3. ARMENIANS in OLYMPICS 2008 (Fall 2008). thearmenianchronicles.blogspot.com. ციტირების თარიღი: 11 January 2013
  4. 2010 FILA World Cup Results. www.fila-official.com. ციტირების თარიღი: 11 January 2013[მუდმივი მკვდარი ბმული]
  5. World Cup, Greco-Roman Seniors, 2010-02-13 Yerevan (ARM). www.fila-official.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2021.
  6. Greco-Roman Wrestler Roman Amoyan Voted Armenia's Athlete of the Year. massispost.com. ციტირების თარიღი: 11 January 2013
  7. დაარქივებული ასლი hy. www.slaq.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 11 January 2013
  8. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. hy. sport.news.am. ციტირების თარიღი: 14 March 2013