მალხაზ მაკარაძე (დ. 25 ივნისი, 1975, სოფ. ოლადაური, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) — ქართველი სამხედრო პირი, ბრიგადის გენერალი (2019).

დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ისტორიული ფაკულტეტი და მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო-საშტაბო კურსი (ორივე 1999). 2000-2002 წლებში სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობები ეკავა კოჯრის სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზაზე, შემდეგ იყო სახმელთო ჯარების G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოფიცერი (2003-2004), ლოჯისტიკის ცალკეული ბატალიონის მეთაური (2004-2006), საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის კაპიტნის საკარიერო (2007-2008) და სახმელეთო ჯარების ოფიცერთა მომზადების (2008) კურსების უფროსი, V ბრიგადის შტაბის უფროსი (2008), თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის მოადგილე (2008-2009), V ბრიგადის მეთაური (2009-2010), წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე (2010-2012), სერჟანტთა მომზადების სკოლის მეთაური (2012), სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი (აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 2012-2013), თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2015-2016), წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი (2016-2018). 2019 წელს დაინიშნა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორად და მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება.

მონაწილეობა აქვს მიღებული სამშვიდობო მისიებში კოსოვოსა (2002-2003) და ერაყში (2005). მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო, მ. შ. მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება