მალხაზ კოკიჩაშვილი
მალხაზ კოკიჩაშვილი (დ. 2 ნოემბერი, 1949, თბილისი) — ქართველი ბიოქიმიკოსი და მკვლევარი სამედიცინო ენზიმოლოგიის დარგში. მედიცინის დოქტორი, პროფესორი.
მალხაზ კოკიჩაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 ნოემბერი, 1949 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის დოქტორი |
სამეცნიერო წოდება | პროფესორი |
სამეცნიერო სფერო | ბიოქიმია |
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1972–1973 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფო-კოლონიის ექიმად. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შეიარაღებულ ძალებში პოლკის მედპუნქტის უფროსად. 1975–1979 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1979 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის ასპირანტი. 1982 წელს ასისტენტი, ხოლო 1988 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომის და ორი მონოგრაფიის. უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს ვიცე-რექტორი სასწავლო დარგში. ამავე სამედიცინო სკოლის სამედიცინო გენეტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.