მალხაზ გრიგალაშვილი
მალხაზ გრიგალაშვილი (დ. 15 ივნისი, 1972, რველი, ბორჯომი — გ. 27 ნოემბერი, 1992) — ქართველი სამხედრო პირი, საქართველოს გმირი.
მალხაზ გრიგალაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 ივნისი, 1972 რველი, ბორჯომი |
გარდაცვალების თარიღი |
27 ნოემბერი, 1992 აფხაზეთი |
გარდაცვალების მიზეზი | აფხაზეთის ომში მონაწილეობა |
მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
საქმიანობა | სამხედრო პირი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა პროფტექნიკურ სასწავლებელში შემდუღებელ-მემონტაჟის სპეციალობაზე. 1991 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში თბილისის შინაგანი ჯარის შენაერთში. მონაწილეობდა სოხუმის, ოჩამჩირის ბრძოლებში. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 27 ნოემბერს დაიკარგა უგზო-უკვლოდ სოფელ ქეთევანასთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- უკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბილისი, 2004. გვ. 143