მალეკონი (ესპ. Malecón) — ფართო ესპლანადა, გზატკეცილი და ტალღასაწინააღმდეგო დამბა კუბაში, დედაქალაქ ჰავანაში. გადაჭიმულია 8 კილომეტრზე ჰავანის პორტის ბოლოდან ისტორიულ რაიონ ვედადომდე. მალეკონის მშენებლობა დაიწყო 1901 წელს. მშენებლობაში გამოიყოფა სამი ეტაპი: 1901–1902 წლები — პასეო-დელ-პრადო/კალე-კრესპო; 1902–1921 წლები — Maine-ს მონუმენტამდე; 1948–1952 წლები — მდინარე ალმენდარესის შესართავამდე. მალეკონის გასწვრივ არაერთი ძეგლია, მათ შორის აღსანიშნავია მაქსიმო-გომესის, ანტონიო მასეოსა და კალისტო გარსიას ძეგლები. შენობა-ნაგებობებიდან მნიშვნელოვანია: კასტილიო-დე-ლა-რეალ-ფუერსას ციხესიმაგრე, სან-სალვადორ-დე-ლა-პუნტა-ფორტრესი და სხვა.

მალეკონი
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა კუბა
კოორდინატები 23°08′30″ ჩ. გ. 82°22′05″ დ. გ. / 23.141694° ჩ. გ. 82.368111° დ. გ. / 23.141694; -82.368111
ზღვის დონიდან 1
დაიწყო 1901

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება