მალადეტა
მალადეტა (ესპ. Macizo de la Maladeta) — მთის მასივი პირენეს მთების ცენტრალურ ნაწილში, ესპანეთში. სიმაღლე 3404 მ-მდე (ანეტო, პირენეების უმაღლესი წერტილი). სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალებია: პიკო-ალბა (3118 მ), პიკო-დე-ლა-მალადეტა (3308 მ) და სხვა. აგებულია გრანიტებით. დამახასიათებელია რელიეფის ალპური ფორმები. მალადეტის მასივზე სათავე აქვს მდინარე გარონის მდგენელებსა და მდინარე ებროს მარცხენა შენაკადებს. შემოსილია წიწვოვანი ტყით, უფრო მაღლა — 1600-1800 მ-ზე სუბალპური და ალპური მდელოები და ბუჩქნარებია. თხემურ ზონაშია მუდმივი თოვლი და პატარა დაკიდული მყინვარები.
მალადეტა | |
---|---|
ანეტო | |
კოორდინატები: 42°38′12″ ჩ. გ. 0°38′23″ ა. გ. / 42.63667° ჩ. გ. 0.63972° ა. გ. | |
ქვეყანა | ესპანეთი |
უმაღლესი წერტილი | ანეტო |
სიმაღლე | 3404 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მალადეტა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)