ანეტო (ესპ. Aneto) — მწვერვალი ესპანეთში. პირენეს მთების უმაღლესი წერტილი. სიმაღლე ზღვის დონიდან 3404 მ. მდებარეობს მალადეტის გრანიტულ მასივზე. ადმინისტრაციული თვალსაზრისით მოქცეულია უესკის პროვინციაში. სიმაღლით ესპანეთის რიგით მესამე მწვერვალია. ჩრდილოეთ კალთაზე არის რამდენიმე მცირე მყინვარი და მარადი თოვლი. ცნობილია აგრეთვე ფრანგული პიკ-დე-ნეტუს სახელწოდებით, რომელიც იშვიათია სიტყვახმარებაში, რადგან მწვერვალი მთლიანად ესპანეთის ფარგლებშია მოქცეული. მყინვარებით დამუშავებული მთის ხეობები, ანუ ტროგები და გიგანტური ჯამისებრი ღრმულები, ანუ მყინვარული ცირკები ძველ გამყინვარებაზე მიუთითებს. ფერდობები 2300 მ-მდე შემოსილია ბუჩქნარითა და მთის ფიჭვით, უფრო მაღლა ალპური მდელოა. მთისძირში გადის გზატკეცილი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. პირველი ასვლა განხორციელდა 1842 წლის 20 ივლისს.

ანეტო
ანეტო
ანეტო
კოორდინატები: 42°37′56″ ჩ. გ. 00°39′28″ ა. გ. / 42.63222° ჩ. გ. 0.65778° ა. გ. / 42.63222; 0.65778
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტერიტორიული ერთეული უესკის პროვინცია
სიმაღლე 3404 
ქედი პირენეს მთები
ანეტო — ესპანეთი
ანეტო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება