მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი
შეიხი მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი (არაბ. مكتوم بن راشد آل مكتوم; დ. 15 აგვისტო, 1943, შინდაღა, არაბთა გაერთიანებული საამიროები — გ. 4 იანვარი, 2006, გოლდ-კოსტი, ავსტრალია) — არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. 1990 წლიდან დუბაის ამირა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგი შეიხ რაშიდ ბინ საიდ ალ მაკტუმის უფროსი ვაჟი იყო. 1971 წლის 9 დეკემბერს პირველად იქნა არჩეული ემირატების პრემიერ-მინისტრად. 1979 წლის 25 აპრილს მან ეს პოსტი საკუთარ მამას დაუთმო, რომლის გარდაცვალების შემდგომ 1990 წლის 7 ოქტომბრიდან იგი ხელახლა იქნა დანიშნული პრემიერ-მინიტრად და მთავრობის მეთაურად.
შეიხი გარდაიცვალა 2006 წლის 4 იანვარს ავსტრალიაში საქმიანი მოგზაურობის დროს.