მაკრეთის ხიდი (თურქ. Demirciler Köprüsü) — ქვისთაღოვანი ხიდი სოფელ მაკრეთში (დღევანდელი კალე), ბორჩხის რაიონი, ართვინის პროვინცია. გადებულია მდინარე ჩხალაზე (ჭოროხის შენაკადი). ხიდის სიგრძეა 32 მ. სიმაღლე 9.5 მ., სიგანე 2.8 მ. ერთ-ერთი ვერსიით აიგო XIII საუკუნეში,[1][2] მეორე ვერსიით ის XVIII საუკუნეში ოსმან ფაშას უნდა აეგო.

სქოლიო რედაქტირება

  1. ფაღავა, მ. (2016). კლარჯეთი. თბილისი : სამშობლო. ISBN 978-9941-0-8969-5. 
  2. Iverieli: კლარჯეთი (2020-10-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-09. ციტირების თარიღი: 2021-05-27