მაკედონური ომები — ომების სერია მაკედონიასა და რომის რესპუბლიკას შორის საბერძნეთსა და ელინისტურ სახელმწიფოებში ბატონობისათვის. ომები მიმდინარეობდა ძვ. წ. III-II საუკუნეებში. პუნიკური ომებისა და მაკედონური ომების შედეგად რომმა გაავრცელა თავისი ჰეგემონია მთელ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

პირველი მაკედონური ომი

რედაქტირება

პირველი მაკედონური ომი მიმდინარეობდა ძვ. წ. 215-205 წლებში. მაკედონიის მეფემ ფილიპე V-მ რომის წინააღმდეგ კავშირი შეკრა ჰანიბალთან, სცადა ილირიის დაპყრობა და მცირე აზიაში საკუთთარი სამფლობელოების გაფართოება. პირველ მაკედონურ ომს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული ცვლილებები არ მოჰყოლია. ფილიპე V-მ ძვ. წ. 205 წელს დადო ზავი რომთან და ბრძოლა განაგრძო როდოსის, პერგამონისა და კარიის წინააღმდეგ.

მეორე მაკედონური ომი

რედაქტირება

მეორე მაკედონური ომი დაიწყო ძვ. წ. 200 წელს და დასრულდა ძვ. წ. 197 წელს. ეკონომიკურად და შინაპოლიტიკურად დასუსტებულმა მაკედონიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია რომს და ძვ. წ. 197 წელს კინოსკეფალესთან სასტიკად დამარცხდნენ. მაკედონიამ დაკარგა ყველა სამფლობელო

მესამე მაკედონური ომი

რედაქტირება

მესამე მაკედონური ომი გრძელდებოდა ძვ. წ. 171-168 წლებში, რომელიც თავდაპირველად მაკედონელების წარმატებებით მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლოს, 168 წელს პიდნასთან რომაელებმა მაკედონელები გაანადგურეს.

მეოთხე მაკედონური ომი

რედაქტირება

მეოთხე მაკედონური ომი დაიწყო ძვ. წ. 150 წელს და მიმდინარეობდა 148 წლამდე. მაკედონური ომები დასრულდა საბერძნეთის დამოუკიდებლობის სრული დაკარგვით.

ლიტერატურა

რედაქტირება