მაკარ ჯაში
მაკარ ივანეს ძე ჯაში (დ. 12 (25) იანვარი, 1902, სოფელი ვანი, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1994?) — ქართველი პარტიული და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. სკკპ წევრი 1921 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირება1928–1933 წლებში მუშაობდა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, სექტორის გამგედ. 1934 წელს საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1934–1936 წლებში პარტიის ხაშურისა და დუშეთის რაიკომების მდივნის მოადგილედ. 1937–1938 წლებში პარტიის თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მესამე მდივანი. 1938–1940 წლებში საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის მესამე მდივანი, 1940–1947 წლებში საქართველოს სახალხო კონტროლის კომისარი, შემდეგ საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დიდი სამამულო ომის დროს იყო ამიერკავკასიის ფრონტის საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის და სახკომსაბჭოს რწმუნებული, 1947–1953 წლებში საქართველოს სსრ-ის სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1953–1954 წლებში საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1955–1972 წლებში საბჭოთა სამეურნეო და პროფკავშირულ ხელმძღვანელ სამუშაოზე იყო. 1972 წლიდან საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტიის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე. საკავშირო კპ (ბ) XVIII და საქართველოს კპ (ბ) X–XVI და XXVI–XXVII ყრილობების დელეგატი. სსრკ I–II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩირაძე, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 548.