მაირტლ ბაჩელდერი
მაირტლ ბაჩელდერი ინგლ. Myrtle Bachelder(დ. 13 მარტი, 1908 — გ. 22 მაისი, 1997) — ამერიკელი ქიმიკოსი და ქალთა სამხედრო კორპუსის ოფიცერი, რომელიც გასაიდუმლოებულად მუშაობდა მანჰეტენის პროექტზე ატომური ბომბის შექმნისას.
მაირტლ ბაჩელდერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 მარტი, 1908 |
დაბ. ადგილი | ორეინჯი |
გარდ. თარიღი | 22 მაისი, 1997 (89 წლის) |
გარდ. ადგილი | ჩიკაგო |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ქიმიკოსი, ინჟინერი და მასწავლებელი |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი და ლოს-ალმოსის ეროვნული ლაბორატორია |
ალმა-მატერი | ბოსტონის უნივერსიტეტი, მიდლბერის კოლეჯი და Boston University Wheelock College of Education & Human Development |
ადრეული ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებამაირტლ ბაჩელდერი დაიბადა 13 მარტს, 1908 წელს ორეინჯში, მასაჩუსეტსში. 1930 წელს მიდლებურგის კოლეჯში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა და სამხრეთ ჰადლიში საშუალო სკოლის მეცნიერების მასწავლებელი გახდა. განათლების ოსტატის ხარისხი ბაჩელდერმა ბოსტონის უნივერსიტეტში მოიპოვა.[1][2][3]
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ბაჩელდერი ირიცხებოდა ქალთა სამხედრო კორპუსში, რომლის შტაბიც ქალაქ სპრინგფილდში იყო. აშშ-ს რამდენიმე შტატში გატარებული გარკვეული დროის შემდეგ მან მიიღო მანჰეტენის პროექტში ჩართვის ბრძანება. ის საიდუმლოდ უნდა გაძღოლოდა 15-20 ქალისგან შემდგარ ნაწილს დეს მოინსიდან ფორტ სილამდე, ამ უკანასკნელიდან კი სანტა ფეში. ის და მისი გუნდი ლოს ალამოსში 1943 წლის 21 ოქტომბერს.[1][4]
„მანჰეტენი“ იყო სპეციალური სამხედრო დივიზიის, რომელმაც ატომური ბომბი შექმნა, კოდური სახელი. ცდების ჩატარებისას ბაჩელდერი ურანის იზოტოპების სპექტროსკოპიული ანალიზებზე დაკვირვება ევალებოდა.
სამეცნიერო კვლევები და გვიანდელი კარიერა
რედაქტირებაარმიის დატოვების შემდეგ, ბაჩელდერი გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქიმიის მკვლევარი. ის შეუერთდა უნივერსიტეტის მეტალების შესწავლის ინსტიტუტს და ატარებდა კვლევებს მეტალოქიმიაში.[5][6][7]
არაერთ მიღწევათა შორისაა იშვიათი ელემენტების ტელურისა და ინდიუმის გაწმენდის მეთოდი.[5] მან განსაზღვრა ეგეოსის ზღვაში მერითაიმის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი სპილენძის ზარბაზნის შემადგენლობა ჩაძირულ გემზე.[6] ბაჩელდერმა წვლილი შეიტანა კოსმოსურ ქიმიაშიც, როდესაც ნასას თხოვნით გამოიკვლია პროგრამა აპოლოს დროს შეგროვებული მთვარის ქვები.[2]
1973 წელს მიატოვა ფრენკის ინსტიტუტი და ამერიკის გადამდგარ ადამიანთა ასოციაციაში გააგრძელა საქმიანობა.[2] გარდაიცვალა 22 მაისს, 1997 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bell, Iris Y. (1993). Los Alamos WAACs/WACs: World War II, 1943–1946. Sarasota, Florida: Coastal Printing. ISBN 0-9637321-1-0. (ინგლისური)
- Howes, Ruth H.; Herzenber, Caroline L. (2003). Their Day in the Sun: Women of the Manhattan Project. Philadelphia: Temple University. ISBN 0-585-38881-4. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Bell 1993, p. 29.
- ↑ 2.0 2.1 2.2 „Myrtle C. Bachelder“. Chicago Tribune. May 26, 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2013. ციტირების თარიღი: October 12, 2013.
- ↑ Myrtle Bachelder. Mocavo. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2013. ციტირების თარიღი: October 12, 2013.
- ↑ Howes & Herzenber 2003, pp. 149–150.
- ↑ 5.0 5.1 Bachelder, M.C.; Sparrow, P M. (January 1957). „Determination of Antimony in Indium Antimonide“. Analytical Chemistry. 29 (1): 149–150. doi:10.1021/ac60121a043. ISSN 0003-2700.
- ↑ 6.0 6.1 Bachelder, M.C. (November 1949). „Effect of Constituent Materials upon Spectrographic Measurement of Seven Impurity Elements“. Analytical Chemistry. 21 (11): 1366–1369. doi:10.1021/ac60035a018.
- ↑ Bachelder, Myrtle C. (April 1948). „A diagnostic test on the mastery of chemical calculations. Journal of Chemical Education“. 25 (4): 217. doi:10.1021/ed025p217. ISSN 0021-9584. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)