მაირა ნოქსი (ინგლ. Myra Knox ] დ. 1853 ნიუ-ბრანსვიკი — გ. 30 ოქტომბერი, 1915, ოკლენდი ) — კანადელი წარმოშობის ამერიკელი ექიმი. სამედიცინო კარიერის დაწყებამდე იგი მუშაობდა მასწავლებლად და გახდა პირველი ქალი კალიფორნიაში, რომელიც დაინიშნა განათლების საბჭოში.[1]

მაირა ნოქსი

ინგლ. Myra Knox
დაბადების სახელი ინგლ. Myra Wheeler
დაბადების თარიღი 1853
გარდაცვალების თარიღი 30 ოქტომბერი, 1915
ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი Stanford University School of Medicine
პროფესია ექიმი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
დოქტორი მაირა ნოქსი (1897)

მაირა დაიბადა 1853 წელს ვალენტინ და მართა უილერების ოჯახში კანადის პროვინცია ნიუ-ბრუნსვიკში. 1872 წელს ცოლად გაჰყვა მინესოტელ ვაჭარს და პიონერს. იმ დროს მაირა მუშაობდა Eau Claire- ში სკოლის მასწავლებლად. 1872 წლის შემოდგომაზე ან 1873 წლის გაზაფხულზე მაირა და კლიფორდი გადავიდნენ აიტკინში, მინესოტაში. აიტკინი დაარსდა 1870 წელს, როგორც სადგური ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის რკინიგზაზე. იგი წარმოადგენდა ამერიკის პატარა სასაზღვრო დასახლებას, არსებითად ბეწვეულის სავაჭრო პუნქტს. მაირა გახდა ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი ახალ დასახლებაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ სკოლის შენობა აშენდებოდა, ბავშვებს სახლში ამეცადინებდა. ამასობაში მეუღლის ჯანმრთელობა თანდათან გაუარესდა. გარდაცვალებამდე ორი ბოლო წლის განმავლობაში მას აიტკინში მუშაობა აღარ შეეძლო. 1876 წელს, უფრო ხელსაყრელი კლიმატური პირობების ძიებაში, მაირა და მისი ოჯახი გაემგზავრნენ დასავლეთში, მაგრამ მისი ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა გზაში ნევადაში.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მაირამ მიიღო არმიის ქვრივის პენსია და შვილებთან ერთად გადავიდა ოკლენდში, კალიფორნია. 1881 წელს შევიდა კუპერის სამედიცინო ინსტიტუტში (ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა) სან-ფრანცისკოში. ჯგუფში 16 სტუდენტი ირიცხებოდა და მათ შორის, მაირა იყო ერთ-ერთი ოთხი ქალიდან. 1884 წელს მაირა ნოქსმა მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი. [2] იგი მუშაობდა ექიმად ოკლენდის უსინათლოთა სახელმწიფო სახლში და ასევე მსახურობდა Merritt Hospital-ის სამედიცინო საბჭოში (დღეს Alta Bates Summit Medical Center).

1890-იანი წლების დასაწყისში მაირა ნოქსი შეუერთდა ოკლენდის მასწავლებელთა საბჭოს და გახდა პირველი ქალი კალიფორნიაში, რომელიც იქ [3] 12 წლის განმავლობაში მსახურობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ნოქსი ორჯერ წარადგინეს ოკლენდის სკოლის დირექტორის პოსტზე. მისი კანდიდატურა პირველად წამოაყენა რესპუბლიკურმა პარტიამ, მაგრამ ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა. შემდეგ სკოლის დირექტორის პოსტზე ნოქსის კანდიდატურა პოპულისტებმა წარადგინეს, ამავე დროს, უპარტიოებმაც დაასახელეს. 1985 წელს მაირა ნოქსმა მიიღო ხსენებული თანამდებობა.[4]

მიუხედავად ლიბერალური შეხედულებებისა და დიდი სამედიცინო გამოცდილებისა, მაირას არასოდეს დაუკავებია პოლიტიკური თანამდებობა.

მაირა ნოქსი აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის განვითარებასა და სამოქალაქო საქმეებში. მან პირველმა შექმნა ოკლენდის კეთილმოწყობის ასოციაცია, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობდა, იყო ქალაქის კარნეგის ბიბლიოთეკის (ახლანდელი ოკლენდის აფრო-ამერიკული მუზეუმისა და ბიბლიოთეკის) შექმნის და სხვადასხვა რეფორმების გატარების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ქალაქის ქალების სასარგებლოდ. ნოქსი ატარებდა საგანმანათლებლო სამუშაოებს. მაგალითად, მოუწოდებდა ოკლენდის საშუალო სკოლის მოსწავლეებს, შეეწყვიტათ კორსეტების ტარება და დაეწყოთ ჯანსაღი საკვების ჭამა.

ნოქსი გარდაიცვალა 1915 წლის 30 ოქტომბერს ცერებრალური სისხლდენის შედეგად მერიტის ჰოსპიტალში, სადაც იმყოფებოდა ერთი კვირის განმავლობაში.[5]

ქორწინებაში მაირას ორი ქალიშვილი შეეძინა: ბერტი და მარგარეტ ნოქსები. ბერტა ნოქსმა მთელი ცხოვრება ოკლენდში გაატარა, მასწავლებლად მუშაობდა. გარდაიცვალა 1964 წლის შემდეგ. მარგარეტ ნოქსი იყო მუნჯი კინოს ეპოქის ჰოლივუდის მსახიობის ერიხ ფონ სტროჰეიმის პირველი ცოლი. იგი გარდაიცვალა 1916 წლის 15 მაისს. [6]

  1. Warren Upham. Minnesota geographic names; their origin and historic significance. — [St. Paul] Minnesota Historical Society, 1969. — p. 14. — 757 p.
  2. 7 Feb 1895, Page 13 - The San Francisco Call at Newspapers.com. Newspapers.com. ციტირების თარიღი: 2021-11-29
  3. 7 Feb 1895, Page 13 - The San Francisco Call at Newspapers.com. Newspapers.com. ციტირების თარიღი: 2021-11-29
  4. Dr. Myra Knox nominated as School Director. Newspapers com. (Public domain ed.) The San Francisco Call. 7 February 1895 p. 13. Retrieved 8 February 2019.
  5. San Jose Mercury-news 1 November 1915 — California Digital Newspaper Collection. cdnc.ucr.edu. ციტირების თარიღი: 2021-11-29
  6. Murdock 1915, p. 46.