მაიოტა ან მაორე (შიკომორი Maore, ფრანგ. Mayotte), ასევე გრანდ-ტერი (შიკომორი Maore, ფრანგ. Grande-Terre) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, კომორის არქიპელაგში. კუნძულის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 363,29 კმ²-ს.

მაიოტა
მშობ. სახელი: შიკომორი Maore
ფრანგ. Mayotte
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 12°49′55″ ს. გ. 45°08′58″ ა. გ. / 12.83194° ს. გ. 45.14944° ა. გ. / -12.83194; 45.14944
ფართობი 363,29 კმ²
საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი მაიოტა
დედაქალაქი მამუცუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 227 245 ადამიანი (2017)
სიმჭიდროვე 625,52 ად. /კმ²
მაიოტა (კუნძული) — ინდოეთის ოკეანე
მაიოტა (კუნძული)

მაიოტა (მაორე) — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტას სიდიდით ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის მთლიან ტერიტორიაზეც დამოუკიდებლობის მიღებისთანავე პრეტენზიას აცხადებს კომორის კუნძულების კავშირი.

კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 227 245 ადამიანს — ეს დაახლოებით 88,6 %-ია მთელი ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტას 256 518 ადამიანისა 2017 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად.

ეთნიკური შემადგენლობა — როგორც მაიოტას მთლიან ზღვისიქითა დეპარტამენტში — ძირითადად წარმოდგენილია ანტალოატრას ხალხით (არაბების შთამომავლები, შერეული მალაგასიელებთან და ბანტუს ენოვან აფრიკელ-შავკანიანებთან), კერძოდ მაორეებით, რომლებიც ლაპარაკობენ შიკომორის ენის მაორეულ დიალექტზე.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა კომორის კუნძულების კავშირის უფლებები კუნძულ მაიოტაზე (მაორე).

მასში შედის მაიოტას 17 კომუნიდან 15 კომუნა.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
მაიოტას კომუნები

ადმინისტრაციულად მაიოტა იყოფა 15 კომუნად:

№ რუკაზე კომუნა
(ქართ.)
კომუნა
(ფრანგ.)
კოდი
INSEE
საფოსტო
ინდექსი
მოსახლეობა,
ად. (2017 წელი)[1]
ფართობი,
კმ²
3 მამუცუ Mamoudzou
Momoju
97611 97600 71 437 41,94
4 დემბენი Dembéni 97607 97660 15 848 38,80
5 ბანდელე Bandrélé 97603 97620 10 282 36,46
6 კანი-კელი Kani-Kéli 97609 97625 5507 20,51
7 ბვენი Bouéni 97604 97620 6189 14,06
8 შირონგი Chirongui 97606 97620 8920 28,31
9 სადა Sada 97616 97640 11 156 11,16
10 ვანგანი Ouangani 97614 97670 10 203 19,05
11 შიკონი Chiconi 97605 97670 8295 8,29
12 შინგონი Tsingoni 97617 97680 13 934 34,76
13 მცანგამუჟი M'tsangamouji 97613 97650 6432 21,84
14 აკვა Acoua 97601 97630 5192 12,62
15 მზამბორო Mtsamboro 97612 97630 7705 13,71
16 ბანდაბოი Bandraboua 97602 97650 13 989 32,37
17 კონგო Koungou 97610 97600 32 156 28,41
სულ 227 245 363,29