მაიკონ დუგლას სისენანდო (დ. 26 ივლისი, 1981) — ცნობილი, როგორც მაიკონი, ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ბრაზილიურ კლუბ „კრისიუმაში“. იყო ბრაზილიის ნაკრების მცველი.

მაიკონი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მაიკონ დუგლას სისენანდო
დაბადების
თარიღი
26 ივლისი, 1981 (1981-07-26) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
ნოვო ჰამბურგო, ბრაზილია
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1995 გრემიო
1999–2000 კრისიუმა
2000–2001 კრუზეირო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2004 კრუზეირო 56 (1)
2004–2006 მონაკო 58 (5)
2006–2012 ინტერი 177 (16)
2012–2013 მანჩესტერ-სიტი 9 (0)
2013–2016 რომა 59 (4)
2017 ავაი 9 (1)
2019 კრისიუმა 13 (0)
ეროვნული ნაკრები
2001 ბრაზილია 21 წლ. 4 (0)
2003–2014 ბრაზილია 76 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 ივნისი, 2019

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

მაიკონი თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე „კრუზეიროში“. ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებული ორი წარმატებულის სეზონის შემდეგ გამოიძახეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. 2004 წელს გადავიდა საფრანგეთის კლუბ „მონაკოში“.[1]

2006 წლის ივლისში იტალიურმა კლუბმა „ინტერმა“ ოფიციალურად წარადგინა მაიკონი, გაფორმდა ხუთწლიანი კონტრაქტი.

2009-10 წლების სეზონში ინტერმა მოიგო იტალიის სერია A. 2010 წლის 22 მაისს ინტერმა მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მოუგო 2-0 გერმანულ „ბაიერნს“ სანტიაგო ბერნაბეუზე, ესპანეთში, მადრიდში. იმ სეზონში ინტერმა იტალიის თასის ფინალში დაამარცხა „რომა“. 2009-10 წლების სეზონში ის დასახელდა ევროპის წლის საუკეთესო მცველად და წარდგენილი იყო ევროპის ოქროს ბურთის ნომინაციაზე.

2012 წელს მაიკონი ინტერისგან „მანჩესტერ სიტიმ“ შეიძინა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Maicon 4 ans à l'AS Monaco FC“ (French). asm-fc.com. 2004-06-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-26. ციტირების თარიღი: 2009-07-04.