მაიაკის ნამოსახლარი
მაიაკის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში. ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთ დასავლეთით, ჩრდილიხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაო-რკინის ხანას.
ნამოსახლარი სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ჩრდილიხევის ციცაბო ნაპირით, ჩრდილოეთით კი მას თავდაცვითი თხრილი შემოსდევს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაისურაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 211.