მათოსავანქი
მათოსავანქი (სომხ. Մաթոսավանք) — ზომით პატარა ეკლესია დილიჯანის ეროვნულ პარკში, ქალაქ დილიჯანიდან 3 კილომეტრში. ნაგგებობა სომხური ეკლესიის ნაწილია და ტავუშის პროვინციაში მდებარეობს. ეკლესია ჯუხტაკვანქიის მონასტრის მახლობლადაა ტყით დაფარულ ტერიტორიაზე. შენობა დანგრეულია და რთულია მისი გამოკვლევა და დასკვნების გაკეთება.
მათოსავანქი Մաթոսավանք | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°45′19″ ჩ. გ. 44°48′16″ ა. გ. / 40.75528° ჩ. გ. 44.80444° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
პროვინცია | ტავუში |
ადგილმდებარეობა | სომხეთი, ტავუშის პროვინცია, დილიჯანი |
სასულიერო სტატუსი | ეკლესია |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | სომხური |
თარიღდება | 1247 წელი |
დეტალები
|
მშენებლობას ავაგ ზაკარიანი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ეს ადამიანი ქართულ და სომხურ გაერთიანებულ არმიას ჩაუდგა სათავეში მუნქეს წინააღმდეგ.
არქიტექტურა
რედაქტირებაპატარა სურბ აცვაცაცინის სახელობის ეკლესია 1247 წელს აშენდა და ორი ახლომდებარე ნაგებობას მოიცავს. აშენებულია ქვებით, რომლებსაც თაბაშირი ფარავდა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, ტაძრის ინტერიერს ქმნიდა. მთავარი დარბაზი, წიგნთსაცავის ოთახი, ჭერის გარკვეული ნაწილი და პორტიკი თითქმის შეუცვლელადაა შემონახული. სამხრეთ კედელთან, საკურთხევლის მახლობლად წიგნთსაცავი უერთდება. ექსტერიერზე წარწერაა, რომელიც ეკლესიის აშენების ისტორიას მოგვითხრობს.
გალერეა
რედაქტირება-
რუკა გვიჩვენებს ეკლესიის მდებარეობას დილიჯანის მიმართ.
-
ექსტერიერი
-
წარწერები ტაძარზე
ლიტერატურა
რედაქტირება- Rediscovering Armenia: Guide, ერევანი, 2005.
- .Brady Kiesling, Rediscovering Armenia, p. 107; original archived atArchive.org, and current version online on Armeniapedia.org