მადრიდის მეტროპოლიტენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
მადრიდის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
ქალაქი მადრიდის დროშა მადრიდი
გახსნის თარიღი 17 ოქტომბერი 1919 წ.
ხაზის სიგრძე 294 კმ.
სადგურთა რაოდენობა 328
ხაზთა რაოდენობა 13
მგზავრები დღეში 2.4 მლნ (2021 წ.)
მგზავრები წელიწადში 447,82 მლნ. (2021 წ.)
ხაზების სქემა

მადრიდის მეტროპოლიტენი (ესპ. Metro de Madrid) — მეტროპოლიტენისა და მსუბუქი მეტროს სისტემა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში და რამდენიმე თანამგზავრ ქალაქში: არგანდა, ხეტაფე, ლეგანესი და მოსტოლესი. გაიხსნა 1919 წლის 17 ოქტომბერს. მადრიდის მეტრო მსოფლიოში ყველაზე სწრაფგანვითარებადი მეტროპოლიტენების რიცხვს ეკუთვნის. 2022 წლის მდგომარეობით, ლიანდაგების სიგრძე 294 კილომეტრია და 13 ხაზს, 328 სადგურსა (აქედან 289 მეტროს სადგურია, ხოლო 37 — მსუბუქი მეტროსი) და მოძრავი შემადგენლობის 2400 ერთეულს მოიცავს.

მადრიდის მეტროპოლიტენის ყოველდღიური სამუშაო საათებია 6:00 — 1:30.

ხაზი სიგრძე სადგურები გვირაბის ტიპი პლატფორმა
1 Pinar de Chamartín — Congosto 20,2 კმ 30 ვიწრო 90 მ
2 La Elipa — Cuatro Caminos 9,4 კმ 16 ვიწრო 60 მ
3 Villaverde Alto — Moncloa 15,0 კმ 18 ვიწრო 90 მ
4 Argüelles — Pinar de Chamartín 16 კმ 23 ვიწრო 60 მ
5 Alameda de Osuna — Casa de Campo 23,2 კმ 32 узкий 90 მ
6 რკალური (Circular) 23,5 კმ 28 ფართო 115 მ
7 Las Musas — Pitis 18,8 კმ 22 ფართო 115 მ
8 Nuevos Ministerios — Aeropuerto T4 13,9 კმ 7 ფართო 115 მ
9 Herrera Oria — Arganda del Rey 38,0 კმ 26 ფართო 115 მ
10 Hospital del Norte — Puerta del Sur 40,0 კმ 30 ფართო 115 მ
11 Plaza Elíptica — La Peseta 5,4 კმ 6 ფართო 115 მ
12 MetroSur 40,6 კმ (რკალური) 28 ფართო 115 მ
Ramal («განშტოება») Ópera — Príncipe Pío 1,1 კმ 2 ვიწრო 60 მ

მადრიდის მეტროს პირველი ხაზი 1919 წლის 17 ოქტეომბერს გაიხსნა ალფონსო XIII დროს "კომპანია დე მეტროს" მმართველობით. იმხანად მხოლოდ რვა სადგური იყო 3.5 კმ სიგრძეზე. ვიწრო სექციებად იყო კონსტრუირებული და პლატფორმები მხოლოდ 60 მეტრი იყო სიგანეში. ამ ხაზების გაფართოება და ახალი ორი ხაზის მშენებლობა 1919 წლის შემდეგ დაიწყო. 1936 წლისთვის ქსელში სამი ხაზი და ერთი განშტოება იყო ოპერასა და ნორტეს რკინიგზის სადგურს შორის. ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ამ სადგურებს თავშესაფრებად იყენებდნენ.

ომის დასრულების შემდეგ ხაზების გაფართოების აქტივობა ნელ-ნელა მიედინებოდა. 1944 წელს მეოთხე ხაზი აშენდა.

მეხუთე ხაზი ვიწრო სექციად აშენდა, თუმცა, 90 მეტრიანი პლატფორმით. მეხუთე ხაზის გახსნის შემდეგ პირველ ხაზზე პლატფორმები გააფართოვეს.

 
მე-10 ხაზის ერთ-ერთი ძველი სადგური - ლოგო
 
მადრიდის მეტროს ტიპური ჩასასვლელი

ტექნიკური მახასიათებლები

ლიანდაგების სიგანე - 1445 მმ, მოძრაობა მარცხენა მხრიდან (რამდენდაც მარჯვნიდან მოძრაობა მადრიდში მეტროს გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 1924 წელს შემოიღეს).

ხაზებზე 1, 2, 4, 5, 6, 9 და განშტოებაზე კვებისათვის 600 ვ უწყვეტი დენი გამოიყენება. დანარჩენ (3, 7, 8, 10, 11 და 12) — 1500 ვ მუდმივი დენი. სწორედ ამ სქემაზე გადაიყვანენ საბოლოოდ ყველა ხაზს, ხოლო მსუბუქი მეტროს მშენებარე ტოტებზე მუდმივი 750 ვ დენს გამოიყენებენ.

 

გვირაბები და სადგურები

რედაქტირება

გვირაბები ზოგჯერ ვიწროა (უფრო ძველი ხაზებისთვის — 6,86 მ სიგანე და 5,36 მ სიმაღლე). არის ფართო გვირაბებიც - (ახალი და უფრო ღრმა ხაზებისთვის) - 7,74 მ სიგანე და 6,87 მ სიმაღლე. სადგურებს შორის საშუალო მანძილი ვიწროგვირაბიან გადასარბენებზე 630 მეტრია, ბაქნის სიგრძე 60 ან 90 მეტრი, ფართოგვიაბიანზე 850 მ, ბაქნის სიგრძე 110-115 მეტრი.

ციცაბოს მინიმალური რადიუსი — 90 მ-ია, გზების დაგვერდება 5 %-ს არ აღემატება.

ყველაზე ღრმა სადგური - კუატრო კამინოსი (რკალური ხაზი 6) 49 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული.

სადგურების უმეტესობას პლატფორმების გვერდითი განლაგება აქვს, არსებობს კუნძულის ტიპის პლატფორმიანი სადგურებიც (მათ შორის მიწისზედა) და სამპლატფორმიანი (ე.წ. ესპანური გადაწყვეტა).

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

მთელ ქსელში მხოლოდ ერთი დახურული სადგური-მოჩვენება — "ჩემბერია", რომელიც 1919 წელს გაიხსნა, ხოლო 1966 წელს კი დაიხურა ხაზის რეკონსტრუქციის მიზეზით. მოგვიანებით მეტროში მუზეუმი გახსნეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება