მადრიდის აჯანყება

მადრიდის აჯანყება
ნაპოლეონის ომების ნაწილი

1808 წლის 2 მაისი, გოია
თარიღი 2-8 მაისი 1808
მდებარეობა მადრიდი, ესპანეთი
შედეგი აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, დაიწყო ნახევარკუნძულის ომი
მხარეები
ესპანეთის დროშა ესპანეთი საფრანგეთი
მეთაურები
ესპანეთის დროშა პედრო ვალარდე,
ესპანეთის დროშა ლუის დაოისი
იოაჰიმ მიურატი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
200[1]–500,[2] მათ შორის 113 პატიმარი. [1]–150 დაღუპული[3]
მადრიდის აჯანყება ვიკისაწყობში

მადრიდის აჯანყება (ესპ. Dos de Mayo) — მადრიდის მოსახლეობის აჯანყება საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მიერ ქალაქის ოკუპაციის წინააღმდეგ. აჯანყებით დაიწყო ომი ესპანეთის დამოუკიდებლობისათვის.

ნაპოლეონმა ქალაქის ოკუპაცია მოახდინა 1808 წლის 23 მარტს. ესპანეთის მეფე კარლ IV იძულებული გახდა გადამდგარიყო თავისი შვილის, ფერდინანდ VII-ის სასარგებლოდ. თუმცა ნაპოლეონმა ორივე შეიტყუა საფრანგეთის ტერიტორიაზე და დააპატიმრა ქალაქ ბაიონაში. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია აჯანყება მადრიდში, რომელიც სასტიკად ჩაახშო იოაჰიმ მიურატიმ. ესპანეთის მეფედ ნაპოლეონის ძმის, ჟოზეფის, გამოცხადებამ მთელს ქვეყანაში მღელვარება გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Glover, p. 51
  2. Charles J. Esdaile in The Encyclopedia of the French Revolutionary and Napoleonic Wars by Gregory Fremont-Barnes (main editor) (Santa Barbara: ABC-CLIO, 2006) 596.
  3. Chandler, p. 610