ხელფეხა
(გადამისამართდა გვერდიდან მადაგასკარული ხელფეხა)
ხელფეხა მადაგასკარული, აიე-იე (ლათ. Daubentonia madagascariensis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ნახევრად მაიმუნების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 40 სმ, კუდისა — 60 სმ, მასა 2 კგ-მდე. აქვს დიდი თავი, მოკლე დინგი, დიდი ყურები, რბილი კუდი, ყველა თითზე ბრჭყალები, მხოლოდ ტერფის ცერზეა ბრტყელი ფრჩხილი. უკანა კიდურები წინაზე გრძელია. შეფერილია მუქი ყავისფერიდან შავამდე. გავრცელებულია მადაგასკარზე წვიმის ტყეებში. აქტიურია ღამით. იკვებება მანგოს ხისა და ქოქოსის პალმის ნაყოფით, ხოჭოებით, მატლებით და სხვა. მცირერიცხოვანია.
აიე-იე | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Daubentonia madagascariensis | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 6302 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 468.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: