მადაგასკარის ბეჭედი
მადაგასკარის ბეჭედი (ფრანგ. Sceau de Madagascar) — მადაგასკარის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლო დამტკიცებული 1992 წელს, სოციალისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ. წარმოადგენს კუნძულის კონტურულ რუკას ბეჭდის ცენტრში (ორ მცირე კუნძულთან ერთად; აღწერის თანახმად ეს მცირე კუნძულები არის გლორიოზი და ტრომლენი), რომლის ქვემოთ გამოსახულია ზებუს თავი. ბეჭედში გამოყენებულია წითელი, მწვანე, ყვითელი, შავი და თეთრი ფერები. მწვანე და წითელი სხივები გამოსხივებული სახელმწიფოს რუკიდან ქმნიან მზის შთაბეჭდილებას, ასევე იგი ქმნის მოგზაურთა ხის სიმბოლოს, რომელიც მადაგასკარისთვის ტიპური მცენარეა.
მადაგასკარის ბეჭედი | |
---|---|
![]() | |
დეტალები | |
მატარებელი | მადაგასკარი |
დამტკიცდა | 1998 |
დევიზი |
Tanindrazana, Fahafahana, Fandrosoana სამშობლო, თავისუფლება, განვითარება |
ემბლემა გარსშემორტყმულია მალაგასიურ ენაზე შესრულებული წარწერით "REPOBLIKAN'I MADAGASIKARA", რაც ნიშნავს „მადაგასკარის რესპუბლიკას“. ბეჭდის ძირში დატანილია წარწერა "TANINDRAZANA - FAHAFAHANA - FANDROSOANA", რაც ითარგმნება როგორც „სამშობლო - თავისუფლება - განვითარება“.
გალერეარედაქტირება
დედოფალი რანავალუნა II-ს გერბი
იმერინის სამეფოს გერბი. 1896 წელი
მალაგასიური რესპუბლიკის ემბლემა
მადაგასკარის მესამე რესპუბლიკის ბეჭედი 1993 – 1998 წლების შუალედში