მაგომედრასულ მაჯიდოვი
მაგომედრასულ მაჯიდოვი (აზერ. Məhəmmədrəsul Məcidov; დ. 27 სექტემბერი, 1986, დაღესტანი, აკუშინსკის რაიონი, რუსეთი) — აზერბაიჯანელი პროფესიონალი მოკრივე და სამგზის სამოყვარულო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული სუპერ მძიმე წონაში. 2011 წლის მოყვარულთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაჯიდოვმა მძიმე დარტყმით მეთექვსმეტე რაუნდში უზბეკი სანდურ აბდულაევი შეაჩერა. აგრეთვე, მეოთხედ ფინალში მძიმედ დაამარცხა კუბელების ფავორიტი მოკრივე ერისლენდი სავონი. ნახევარფინაში მან 16:9 დაამარცხა ყაზახი ივან დიჩკო, ხოლო ფინალში შეძლო ინგლისელი ენტოჯი ჯოშუას დამარცხება (22:21).[1]
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | Magomedrasul Yusub oglu Majidov | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სრული სახელი | Magomedrasul Yusub oglu Majidov | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | აზერბაიჯანელი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 27 სექტემბერი, 1986 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | დაღესტანი, აკუშინსკის რაიონი, რუსეთი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 190 სმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 110 კგ | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | აზერბაიჯანი და რუსეთი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | კრივი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | სუპერ მძიმეწონა | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები | მედალი „პროგრესი“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მაჯიდოვმა ჯერ მეჯი მამბა, ხოლო შემდგომ, ევროპის ჩემპიონი, რუსი მაგომედ ომაროვი დაამარცხა (17:14). შემდგომი მისი მეტოქე ჩემპიონი რობერტო კამარელე იყო; მართალია პირველ რაუნდში 8:6 უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეორე რაუნდში იტალიელი მოკრივემ მატჩის სადავეები ხელთ აიღო და მაჯიდოვს 13:12 მოუგო. ჩემპიონატი მაჯიდოვმა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.[2]
2013 წლის AIBA მსოფლიო ჩემპიონატი კრივში, მაჯიდოვმა ორი 3:0 მოგებით დაიწყო. მან მეორე რაუნდში აშშ-ის წარმომადგენელი ლენროი ტომპსონი, ხოლო მეოთხედფინალში რუსი მაგომედ ომაროვი დაამარცხა. მან ტურნირი გამარჯვებით განაგრძო და ნახევარფინალში რობერტო კამარელი ნოკაუტით დაამარცხა. რობერტომ დამმარცხებელი დარტყმა პირველ რაუნდშ, მაჯიდოვის დიდი მარჯვენა ხელიდან მიიღო. გამაფრთხილებელი ქულის მიღების მიუხედავად მან 3:0 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. ფინალში იგი ყაზახ ივან დიჩკოს დაუპირისპირდა. მესამე ტურის დასაწყისში მაჯიდოვიმ მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა და ოქროს მედალსაც დაესაკუთრა.[3] ეს იყო მისი კიდევ ერთი ნოკაუტით მოგებული შეხვედრა.
მაგომედრასულ მაჯიდოვმა 2017 წლის AIBA-ის მსოფლიო ჩემპიონატი კრივში, ორი 5:0 მოგებით დაიწყო. პირველ რაუნდში ინდოელი სატიშ კუმარი, ხოლო მეორე რაუნდში იორდანიელი ჰუსეინ ისაიში დაამარცხა. მეოთხედფინალში მან ფრანგ ჯამილი-დინი აბოუდოუს მოუგო, ხოლო მეოთხედფინალი ავსტრალიელი ჯოზეფ გუდბოლის დამარცხებით დაასრულა. მაჯიდოვი ფინალში ახლა უკვე ყაზახ კამშიბეკ კონკაბაევს შეხვდა. მან ყაზახს 4:1 მოუგო და ოქროს მედალიც დაისაკუთრა. ამ გამარჯვებით იგი სუპერ მძიმე წონაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.[4]