მაგიდა მთა

(გადამისამართდა გვერდიდან მაგიდა მთები)

მაგიდა მთა (გერმ. Tafelberg; ესპ. mesa – მაგიდა) — მთა, რომელსაც აქვს ბრტყელი მწვერვალი და მეტნაკლებად ციცაბო, ზოგჯერ საფეხურისებრი ზედაპირი, ჩვეულებრივ, აგებულია მკვრივი რღვევამედეგი ქანებით, რომლებიც წარმოქმნიან ჯავშნის ფენას. ვრცელ ტერიტორიას, რომლის რელიეფი გამოირჩევა მაგიდა მთების სიჭარბით, უწოდებენ მაგიდა მხარეს.

მაგიდა მთა

მათი მოკვეთილი ზემო მონაკვეთის ფორმა, წარმოქმნილია – დენუდაციის, ეროზიისა და გამოფიტვის შედეგად. მაგიდა მთების სხვადასხვაგვარობას წარმოადგენენ ისეთი მთები, რომელთა მოკვეთილი ზედაპირი აგებულია არა დანალექი ქანებით, არამედ დაფარულია გაქვავებული ვულკანური ქერქით.

გავრცელებულია გერმანიის, პოლონეთის, შვეიცარიის, ირლანდიის, აშშ-ისა და სხვ. ქვეყნების ტერიტორიებზე. ფართოდ არის ცნობილი ტეპუის მაგიდა მთები, რომლებიც გვიანის ზეგანზე მდებარეობს. აღსანიშნავია ასევე თურღაისა და უსტიურთის პლატოები აზიაში და კარუ სამხრეთ აფრიკაში.

ლიტერატურა

რედაქტირება