მაგდალენა მელცაჟი

მაგდალენა მელცაჟი (პოლ. Magdalena Mielcarz; 3 მარტი 1978, ვარშავა, პოლონეთი) — პოლონელი მსახიობი და მოდელი. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში

1997 წელს დაამთავრა ვარშავის Jaroslaw Dabrowski High School და ერთი წლის შემდეგ დაიწყო სწავლა ვარშავის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის ფაკულტეტზე.

მისი, როგორც მსახიობის დებიუტი 1989 წელს შედგა საბავშვო მინისერიალში «Paziowie», სადაც დედოფალ იადვიგას როლი ითამაშა. გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა ფოტომოდელად და მონაწილეობას იღებდა წამყვანი პოლონური ჟურნალების მიერ მოწყობილ ფოტოსესიებში.

მაგდალენა მელცაჟი 2001 წლიდან არის L’Oréal-ის სახე. მან გამორჩეული როლი შეასრულა ეჟი კავალეროვიჩის ფილმში "ვიდრე ჰხვალ", რომელიც 2001 წელს გადაიღეს ჰენრიკ სენკევიჩის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვით. 2007 წელს ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში ტარას ბულბა, რომელიც ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმი ორიგინალური სახელწოდება როლი
თარგი:1989 Paziowie Paziowie იადვიგა
თარგი:2001 ვიდრე ჰხვალ Quo Vadis? ლიგია
თარგი:2003 ფანფან-ტულპანი Fanfan la tulipe ჰენრიეტა
თარგი:2004 უცნაური დანაშაული Sotto falso nome ევა
თარგი:2005 სოლიდარობა Solidarity დოროთა
თარგი:2008 ლიმუზინი Limousine კატერინა
თარგი:2009 ტარას ბულბა პანოჩკა ელჟბეტა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება