მაგდალენა ვილჰელმინა ფონ ვიურტემბერგი

მაგდალენა ვილჰელმინა ფონ ვიურტემბერგი (გერმ. Magdalena Wilhelmine von Württemberg; დ. 1677 წლის 7 ნოემბერი, შტუტგარტი — გ. 1742 წლის 30 ოქტომბერი, კარლსბურგი, დურლახი) — ბადენის მარკგრაფინია (1709—1742), კარლ III ვილჰელმის, ქალაქ კარლსრუეს დამაარსებლის (1715) მეუღლე.

მაგდალენა ვილჰელმინა ფონ ვიურტემბერგი
Magdalena Wilhelmine von Württemberg
ბადენის მარკგრაფინია
მმართ. დასაწყისი: 1709
მმართ. დასასრული: 1742
წინამორბედი: ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელი
მემკვიდრე: კაროლინა ლუიზა ფონ ჰესენ-დარმშტადტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1677 წლის 7 ნოემბერი
დაბ. ადგილი: შტუტგარტი
გარდ. თარიღი: 1742 წლის 30 ოქტომბერი
გარდ. ადგილი: დურლახი
მეუღლე: კარლ III ვილჰელმი
დინასტია: ვიურტემბერგის სახლი (დაბადებით)
ცერინგენები (ქორწინებაში)
მამა: ვილჰელმ ლუდვიგ ფონ ვიურტემბერგი
დედა: მაგდალენა სიბილა ფონ ჰესენ-დარმშტადტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაგდალენა დაიბადა 1677 წლის 7 ნოემბერს. ის იყო ჰერცოგ ვილჰელმ ლუდვიგისა და მისი ცოლის, მაგდალენა სიბილა ფონ ჰესენ-დარმშტადტის, ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფის, ლუდვიგ VI-ისა და მისი მეუღლის მარია ელიზაბეტა ფონ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ჰოტორპის ქალიშვილის ქალიშვილი. ბადენისა და ვიურტემბერგის საგვარეულო სახლის გაძლიერების მიზნით, 1697 წლის 27 ივნისს მაგდალენა დაქორწინდა ბადენის პრინცზე, კარლ III ვილჰელმზე.

მაგდალენა ვილჰელმინას ჰქონდა დიდი ცხვირი და სხვა შეუსაბამო ფიზიკური ნიშანი, ის არ შეესაბამებოდა კარლ III ვილჰელმის სილამაზის იდეალს, რომელსაც ლამაზი ქალები უყვარდა. მას შემდეგ, რაც მაგდალენამ მას შვილი და მემკვიდრე აჩუქა, მეუღლეები ერთმანეთს გაეყვნენ. 1715 წელს, როცა კარლ ვილჰელმმა დააარსა კარლსრუე, ის ახალ სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მისი ცოლი საცხოვრებლად კარლსბურგის ციხე-სიმაგრეში, დურლახში დარჩა.

1738 წელს, კარლ III ვილჰელმის გარდაცვალების შემდეგ, მაგდალენა ვილჰელმინა გახდა თავისი ცხრა წლის შვილიშვილის, მომავალი მარკგრაფ კარლ ფრიდრიხ ფონ ბადენის რეგენტი, რომელიც კარლ III ვილჰელმის მემკვიდრედ დასახელდა 1738 წელს. გარდაცვალების შემდეგ ის დაკრძალულ იქნა სამარკგრაფოს საძვალეში, პფორცჰაიმის ციხე-დარბაზის ეკლესიაში.

  1. კარლ მაგნუსი (1701 წლის 21 იანვარი — 1712 წლის 12 იანვარი); ბადენ-დურლახის მემკვიდრე პრინცი
  2. ფრიდრიხი (1703 წლის 7 ოქტომბერი — 1732 წლის 26 მარტი); ბადენ-დურლახის მემკვიდრე პრინცი
  3. ავგუსტა მაგდალენა (1706 წლის 13 ნოემბერი — 1709 წლის 25 აგვისტო)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანეტ ბორხარდტ-ვენცელი: კარლ ფრიდრიხ ფონ ბადენი. ადამიანი და ლეგენდა. (Annette Borchardt-Wenzel: Karl Friedrich von Baden. Mensch und Legende. Katz, Gernsbach 2006, ISBN 3-938047-14-3.)(გერმანული)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება