ლჰასა
ლჰასა (ლასა) (ტიბეტ. ལྷ་ས་; ჩინ. 拉萨) — ტიბეტის ისტორიული დედაქალაქი, ამჟამად არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
ლჰასა ལྷ་ས་ | |
ქვეყანა | ჩინეთი |
რეგიონი | ტიბეტი |
შიდა დაყოფა | Lhasa District, Lhünzhub County, Damxung County, Nyêmo County, Qüxü County, Doilungdêqên District, Dagzê District და Maizhokunggar County |
კოორდინატები | 29°39′00″ ჩ. გ. 91°07′00″ ა. გ. / 29.65000° ჩ. გ. 91.11667° ა. გ. |
დაარსდა | 633 |
ფართობი | 53 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 3,650 მ |
მოსახლეობა | 373 000 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 850000 |
საფოსტო ინდექსი | 850000 |
ოფიციალური საიტი | https://www.lasa.gov.cn/, http://www.lasa.gov.cn/english/ და http://www.lasa.gov.cn/tibetan/ |
ქალაქი გაშენებულია ჯიჩუს (მდინარე ბრაჰმაპუტრის შენაკადი) ხეობაში, ტიბეტის მთიანეთში, ზღვის დონიდან 3650 მეტრ სიმაღლეზე. 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 373 000 ადამიანს. ლჰასის მიდამოები ტიბეტის მთიანეთის მთავარი სასოფლო-სამეურნეო რაიონია.
ლჰასის დაარსებას მიაწერენ ტიბეტის პირველი სახელმწიფოს დამაარსებელს სრონძანგამბოს, რომელმაც დედაქალაქი იარლუნგის ხეობიდან აქ გადმოიტანა. XV-XVII საუკუნეებში ლჰასა ტიბეტის საერო და სასულიერო ცენტრი გახდა, რაც დაკავშირებული იყო დალაი-ლამის ხელისუფლების დამკვიდრებასთან. ქალაქის კონცენტრულ გეგმას საფუძვლად უდევს წრიული გზები. პირველი შიგა გზა მიემართება ჯოკანგის მონასტრისკენ (641-450) მეორე (პაკორი) გარს უვლის მონასტრის ირგვლივ განლაგებულ სავაჭრო ცენტრს, მესამე (ლინკორი) — ძველ ქალაქს. რადიალურად განლაგებული ქუჩები განაშენიანებულია ალიზის 1-2 სართულიანი ბანიანი სახლებით. ლჰასის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია სასახლე-სიმაგრე პოტალა, რომელიც ცნობილია VII საუკუნიდან, ხოლო თანამედროვე სახე მას XVI-XVIII საუკუნეებში მიეცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 319.