ლჭაშენი (სომხ. Լճաշեն) — სოფელი სომხეთში, სევანის ტბის ნაპირას. სოფლის მახლობლად ტბის ამოშრობილ სანაპიროზე განლაგებულია არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი: ქვისსახლებიანი დიდი ნამოსახლარი; არგიშთი I-ის ლურსმული წარწერა კლდეზე; ქვით ნაგები ციხესიმაგრე; შუა (ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის I ნახევარი) და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრული) გორასამარხები და კრომლეხები. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩნდა გრავირებული, პრიალა და წითლად შეღებილი კერამიკა, მათ შორის სევან-უზერლიქის ტიპისაც.

სოფელი
ლჭაშენი
სომხ. Լճաշեն

ლჭაშენი
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°31′13″ ჩ. გ. 44°55′51″ ა. გ. / 40.52028° ჩ. გ. 44.93083° ა. გ. / 40.52028; 44.93083
დაარსდა 1828 წელს
ფართობი 54.73 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 1925 მეტრი
ოფიციალური ენა სომხური
მოსახლეობა 4,542 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+4
ლჭაშენი — სომხეთი
ლჭაშენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 319.
  • Мартиросян А. А., Армения в эпоху бронзы и раннего железа, Ер., 1964.