ლუსინე ზაქარიანი
ლუსინე ზაქარიანი (სომხ. Լուսինե Զաքարյան; დაბადების სახელი - სვეტლანა ზაქარიანი; დ. 1 ივნისი, 1937; ახალციხე, საქართველოს სსრ — გ. 30 დეკემბერი, 1992; ერევანი, სომხეთი) — სომეხი სოპრანო, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოს სამხრეთ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში. 1952 წელს გადავიდა ოჯახთან ერთად ერევანში, სადაც დადიოდა საშუალო მუსიკალურ სკოლაში. 1957 წელს ჩააბარა რა ერევნის სახელმწიფო მუსიკალურ კონსერვატორიაში მისი ნიჭიერება მალევე გახდა ნათელი.
ლუსინე ზაქარიანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სვეტლანა ზაქარიანი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | 1 ივნისი, 1937 |
დაბ. თარიღი | ახალციხე, საქართველოს სსრ |
დაბ. ადგილი | ახალციხე[1] [2] |
წარმოშობა | სომეხი |
გარდ. თარიღი | 30 დეკემბერი, 1992 (55 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი, სომხეთი |
დასაფლავებულია | გაიანეს ეკლესია[2] |
ეროვნება | სომხები[1] |
ჟანრ(ებ)ი | სოპრანო |
ლუსინე ზაქარიანი ვიკისაწყობში |
1970 წლიდან 1983 წლამდე ზაქარიანი იყო სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს სოლისტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ის ასევე მღეროდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წმინდა საყდრის, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის გუნდში. სწორედ მრავალსაუკუნოვანი სომხური სასულიერო ჰიმნების არაჩვეულებრივი შესრულების გამო არის ლუსინე დღეს კარგად ცნობილი.
ზაქარიანი ცნობილი იყო როგორც საერთაშორისო საოპერო რეპერტუარებით ასევე სომხური ტრადიციული და საეკლესიო მუსიკით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „დღეს ცნობილი სომეხი მომღერლის, ლუსინე ზაქარიანის დაბადების დღეა“. panarmenian.net. 1 June 2011 (რუსულად)
- ლუსინე (სვეტლანა) აბეტოვის ასული ზაქარიანი (1937—1991). greatarmenian.narod.ru (რუსულად)
- ↑ 1.0 1.1 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ 2.0 2.1 Ով ով է. հայեր / Հ. Այվազյան — Երևան: Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2005. — ტ. 1. — გვ. 395.