გაიანეს ეკლესია (სომხ. Սուրբ Գայանե եկեղեցի) — სომხური ეკლესია. მდებარეობს არმავირის პროვინციის ქალაქ ვაღრშაპატში. შედის ეჩმიაძინის მონასტრის შემადგენლობაში. 2000 წლიდან ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია.

გაიანეს ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ტიპი კულტურული მემკვიდრეობა
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1011
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ტაძარი ააგეს 630 წელს სომეხთა კათალიკოსის ეზრ I-ის ბრძანებით. ამ დროიდან მოყოლებული თითქმის ძველი სახითაა შემორჩენილი ინტერიერი. XVII საუკუნეში რეკონსტრუქციის დროს მცირედით შეუცვალეს გუმბათი და ჭერი.

ტაძარშია დაკრძალული წმინდა გაიანე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: