ლუსაკის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ლუსაკის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაიდო კონგოს მეორე ომის დასასრულს, რათა შეწყვეტილიყო ცეცხლი, გაეთავისუფლებინათ სამხედრო ტყვეები და ასევე სამშვიდობო ძალების დაბრუნება გაეროს ეგიდით. ანგოლის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ნამიბიის, რუანდის, უგანდის, ზამბიისა და ზიმბაბვეს სახელმწიფოს მეთაურებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს 1999 წლის 10 ივლისს ზამბიის დედაქალაქ ლუსაკაში[1].

მოლაპარაკებები

რედაქტირება

სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოების, აფრიკის ერთობის ორგანიზაციის და გაეროს წარმომადგენლები 1999 წლის 21-27 ივნისს შეხვდნენ ლუსაკაში და შეიმუშავეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კონფლიქტში მონაწილე ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმების განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ 29 ივნისიდან 7 ივლისამდე[2].

ხელშეკრულების ხელმოწერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მშვიდობის დამყარებისათვის რეგიონალური ინიციატივის წარმომადგენელმა, ზამბიის პრეზიდენტმა ფრედერიკ ჩილუბამ[2].

შეთანხმების პირობები

რედაქტირება

მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში. აიკრძალა ნებისმიერი შემდგომი სამხედრო გადაადგილება ან იარაღის გადატანა ბრძოლის ველზე, ყველა სახელმწიფოს მოუწოდება, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და მოქალაქეების დაცვას. უნდა გათავისუფლებულიყო ყველა სახელმწიფო ტყვე. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას უფლება მისცეს ემკურნალა დაჭრილებისთვის.

ხელშეკრულების მიხედვით გადაეცა თხოვნა აფრიკის ერთობის ორგანიზაციას, გაეროს სამშვიდობო ძალების ჩამოსვლამდე უზრუნველყო მშვიდობის დაცვა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ხელშეკრულების რეალიზაცია

რედაქტირება

1999 წლის 15 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც რეკომენდებულად ჩაითვალა სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა კონგოს დრ-ში. 23 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო საბჭომ გამოაცხადა სამშვიდობო მისიის მხარდაჭერა. კონგოს განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ხელშეკრულებას ხელი 1 აგვისტოს მოაწერა. ხუთი დღის შემდეგ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1258 ოფიცრების გაგზავნის შესახებ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე. მოძრაობამ კონგოლეზიური დემოკრატიისათვის ხელშეკრულებას ხელი 31 აგვისტოს მოაწერა. გაეროს 1273-ე რეზოლუციის მიხედვით ჩამოყალიბდა გაეროს მისია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Democratic Republic of the Congo (the) DR Congo: Lusaka Ceasefire Agreement. ReliefWeb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2011-05-14.
  2. 2.0 2.1 Laurent Baregu, Mwesiga; Chris Landsberg. From Cape to Congo: Southern Africa's Evolving Security Challenges. — International Peace Academy, 2003. — P. 214.