ფრედერიკ ჩილუბა
ფრედერიკ ჯაკობ ტიტუს ჩილუბა (დ. 30 აპრილი, 1943 — გ. 18 ივნისი, 2011, ლუსაკა) — ზამბიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ზამბიის მეორე პრეზიდენტი (1991–2002).
ფრედერიკ ჯაკობ ტიტუს ჩილუბა | |
ზამბიის მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ნოემბერი 1991 – 2 იანვარი 2002 | |
წინამორბედი | კენეთ კაუნდა |
მემკვიდრე | ლევი მვანავასა |
დაბადებული | 30 აპრილი 1943 |
გარდაცვლილი | 18 ივნისი, 2011 (68 წლის) |
ეროვნება | ზამბიელი |
კარიერა
რედაქტირება1990 წელს ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია - მოძრაობა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, 1991 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას დამაჯერებლად დაამარცხა მოქმედი სახელმწიფოს მეთაური კენეთ კაუნდა და დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. ასევე დიდი უპირატესობით მოიგო 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე საპრეზიდენტო ვადით გახდა ზამბიის პრეზიდენტი. 2002 წლის 2 იანვარს გაუვიდა საპრეზიდენტო ვადა და ხელისუფლება გადააბარა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ლევი მვანავასას.
ორჯერ იყო ქორწინებაში, ჰყავს 11 შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: კენეთ კაუნდა |
ზამბიის პრეზიდენტი 1991 – 2002 |
შემდეგი: ლევი მვანავასა |