ლუნევილის ზავი (ფრანგ. Traité de Lunéville) — დაიდო 1801 წლის 9 თებერვალს ქალაქ ლუნევილში საფრანგეთსა (ნაპოლეონ ბონაპარტი) და ავსტრიას (ფრანც II) შორის. ზავი ეხებოდა აგრეთვე მთელს საღვთო რომის იმპერიას. ლუნევილის ზავით დასრულდა მეორე კოალიციის ომი საფრანგეთის წინააღმდეგ და აღდგა 1797 წლის კამპო-ფორმიოს ზავის პირობები.[1]

ლუნევილის ზავი
Saint Empire après 1801.svg
ტიპი სამშვიდობო ხელშეკრულება
ხელი მოეწერა თებერვალი 9, 1801; 220 წლის წინ (1801-02-09)
ადგილი ლუნევილი, საფრანგეთი
ხელი მოაწერეს საფრანგეთის დროშა საფრანგეთი

საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია

ენები ფრანგული, გერმანული

საფრანგეთმა მიიღო მდ. რაინის მარცხენა მხარეზე მდებარე მიწები და მიაღწია კოალიციის მიერ 3 სატელიტი სახელმწიფოს აღიარებას (ბატავიის, ჰელვეციის და ლიგურიის რესპუბლიკები). გერმანელმა ფიურსტებმა, რომლებმაც მდ. რაინის გადაღმა მიწები დაკარგეს, 1803 წლის იმპერიის დეპუტატთა უზენაესი გადაწყვეტილების თანახმად კომპენსაციები მიიღეს.[2][3]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

გალერეარედაქტირება

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • Gotthard, Axel (2013). Das Alte Reich 1495–1806 (German). Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft. ISBN 978-3-534-25929-8. 
  • Pellistrandi, Benoît Les relations internationales de 1800 à 1871, Armand Colin, Paris, 2000 ISBN 220-0-252-099.
  • Stollberg-Rilinger, Barbara (2013). Das Heilige Römische Reich Deutscher Nation – Vom Ende des Mittelalters bis 1806 (German). Munich: C.H. Beck. ISBN 978-3-406-72247-9. 
  • Wilson, Peter H. (2017). The Holy Roman Empire – A Thousand Years of Europe's History. London: Penguin Books. ISBN 978-0-141-04747-8. 
  • Michael Hackner: Der Friede von Lunéville - zum 200. Jahrestag des ersten Schritts zum Untergang des Heiligen Römischen Reichs Deutscher Nation. Bd. 33 (2001), S. 813-820
  • Peter Hersche (Bearb.): Napoleonische Friedensverträge (Quellen zur neueren Geschichte 5), 2. Auflage, Bern 1973
  • Яковенко, Н. Л. Люневільський мирний договір 1801 // Українська дипломатична енциклопедія: У 2-х т. — К: Знання України, 2004 — Т.1 — 760с. ISBN 966-316-039-X

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. Wilson 2017, p. 649.
  2. Stollberg-Rilinger 2013, p. 113.
  3. Gotthard 2013, pp. 157–159.
  4. რუკაზე წარმოდგენილია ტერიტორიული შენაძენები (ყვითლად) და დანაკარგები (მწვანე, ძირითადად საფრანგეთში), პრუსიის (ლურჯად) ლუნევილის ხელშეკრულების (1801) და 1803 წლის გერმანიის მედიატიზაციის შემდეგ.
  5. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის არსებული გერმანიის იმპერიის რუკა. სამოქალაქო კოდექსის მოქმედების არეზე მეწამული ფერი აღინიშნება, როგორც ლუნევილის ზავის ასწლიანი შედეგი.