გერმანიის მედიატიზაცია
მედიატიზაცია გერმანიაში (გერმ. Reichsdeputationshauptschluss) — საღვთო რომის იმპერიის შემადგენელი პოლიტიკური ერთეულების რეორგანიზაცია, რომელიც განხორციელდა 1803-1806 წლებში ნაპოლეონის მინისტრის, ტალეირანის ხელმძღვანელობის ქვეშ. რეფორმების შედეგად გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების რაოდენობა თითქმის ათჯერ შემცირდა:
- სეკულარიზაცია: გაუქმდა ყველა საიმპერიო (უშუალოდ ექვემდებარებოდა იმპერატორს) საეპისკოპოსო და სააბატო. იმპერიის დეპუტაციის საბოლოო დადგენილება (1803) ითვალისწინებდა ზალცბურგისა და რეგენსბურგის საარქიეპისკოპოსოების შენარჩუნებას, ასევე ტევტონთა ორდენისა და მალტის ორდენის სამფლობელოების შენარჩუნებას, თუმცა ევროპის რუკიდან ნაპოლეონის ომების დამთავრებამდე ისინიც გაქრა.
- გაუქმდა ყველა თავისუფალი და საიმპერიო ქალაქი, ოთხის გამოკლებით — ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბრემენი და ლიუბეკი.