ლუკრეცია კოფინ მოტი (დ. 3 იანვარი, 1793 — გ. 11 ნოემბერი, 1880) — ქალთა უფლებების დამცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბოლიციონისტი, კვაკერი და სოციალური რეფორმატორი. მან შექმნა იდეა გამოესწორებინა ქალთა მდგომარეობა საზოგადოებაში, როდესაც ის იყო იმ ქალთა შორის, რომლებიც გარიცხულნი იყვნენ მსოფლიოს მონობის წინააღმდეგ წარმართული კონვენციისგან 1840 წელს. 1848 წელს იგი მიიწვია ჯეინ ჰანტმა შეხვედრაზე, რომელმაც საფუძველი დაუდო ქალთა უფლებების შესახებ პირველ შეხვედრას.

ლუკრეცია მოტი

ლუკრეცია მოტი 49 წლის ასაკში (1842), ეროვნულ პორტრეტულ გალერეაში, ვაშინგტონგში
დაბადების სახელი ლუკრეცია კოფინი
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1793
ნანტუკეტი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 11 ნოემბერი, 1880 (87 წლის ასაკში)
ჩელტენჰემი, პენსილვანია, აშშ
საქმიანობა აბოლიციონისტი, სუფრაჟისტი, მასწავლებელი
მეუღლე(ები) ჯეიმზ მოტი
შვილ(ებ)ი 6
მშობლები მამა: ტომას კოფინი
დედა: ანა ფოლგერი
ნათესავები მარტა კოფინ ურაითი (და)
მეიჰიუ ფოლგერი (ბიძა დედის მხრიდან)

მისმა საუბრის უნარებმა იგი მნიშვნელოვანი აბოლიციონისტი, ფემინსტი და რეფორმატორი გახადა. 1865 წელს, როდესაც მონობა კანონით აიკრძალა, ლუკრეციამ მხარი დაუჭირა შავკანიანი ამერიკელებისთვის ხმის მიცემის უფლების დამტკიცებას. იგი სიკვდილამდე, 1880 წლამდე დარჩა ცენტრალურ ფიგურად მონობის გაუქმებასა და ქალთა ხმის მიცემის უფლებების მოძრაობებში. როგორც კვაკერის მქადაგებელი, მოტი საუბრობდა შინაგანი ღვთიური შუქიდან.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ჯეიმზ და ლუკრეცია მოტი, 1842 წელი

1811 წლის 10 აპრილს ლუკრეცია კოცინი დაქორწინდა ჯეიმზ მოტზე ფილადელფიაში ფიინდის ქუჩის შეხვედრაზე. მათ ჰყავდათ 6 შვილი. მათი მეორე შვილი, თომას მოტი ორი წლის ასაკში გარდაიცვალა. გადარჩენილი შვილები გაჰყვნენ მშობლების კვალს და ყველანი გახდნენ აქტიური მონაწილეები მონობის წინააღმდეგ მოძრაობებში, ასევე სხვა რეფორმებში. ლუკრეციას შვილთაშვილი მეი ჰელოველ ლოუდი გახდა ხელოვანი.

მოტი გარდაიცვალა 1880 წლის 11 ნოემბერს პნევმონიისგან საკუთარ სახლში, ჩელტენჰემში, პენსილვანია. იგი დაკრძალეს ქუაკერ ფეირჰილის სასაფლაოზე ჩრდილოეთ ფილადელფიაში.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

სუზან ჯეიკობი წერს „1880 წელს, როდესაც მოტი გარდაიცვალა, მისი თანამედროვეები ლუკრეციას ფართოდ განიხლავდნენ... როგორც XIX საუკუნის საუკეთესო ამერიკელი ქალი“. იგი იყო ელისაბედ კედი სტენტონის მასწავლებელი, რომელმაც განაგრძო მისი საქმიანობა.

 
აშშ-ის საფოსტო მარკა: 1848–1948

მარკა გაიცა 1948 წელს სენეკა ფალსის კონვენციის სახსოვრად, რომელიც გამოსახავს ელისაბედ კედი სტენტონს, კერი ჩეპმენ კეტს და ლუკრეცია მოტს.

მოტი უკვდავყოფილ იქნა ელისაბედ სტენტონთან და სიუზენ ენტონისთან ერთად ადელაიდ ჯონსონის ქანდაკებით ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 1921 წელს. თავდაპირველად ქანდაკება იდგა აშშ-ის კაპიტოლიუმის აკლდამაში, 1997 წელს კი იგი გადაიტანეს როტუნდაში, რაც მას უფრო მკაფიოდ გამოხატავს.

ვაშინგტონში ლუკრეცია მოტის სკოლას მის პატივსაცემად დაერქვა სახელი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება