ლუკა გუგეშაშვილი (ფეხბურთელი)
ლუკა გუგეშაშვილი (დ. 29 აპრილი, 1999) — ქართველი ფეხბურთელი, ბერძნული „პანსერაიკოსისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 29 აპრილი, 1999 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 196 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ყარაბაღი | ||
ნომერი | 23 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2010–2015 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2015–2016 | დინამო თბ. | 0 | (0) |
2016–2022 | იაგელონია | 0 | (0) |
2017–2018 | → პოდლაშიე | 16 | (0) |
2018–2019 | → დილა | 34 | (0) |
2019–2020 | → რეკრეატივო | 4 | (0) |
2020–2021 | → დილა გორი | 51 | (0) |
2022 | → ყარაბაღი | 4 | (0) |
2022–2024 | ყარაბაღი | 33 | (0) |
2024– | პანსერაიკოსი | 16 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2015–2016 | საქართველო 17-წლ. | 7 | (0) |
2015–2017 | საქართველო 19-წლ. | 6 | (0) |
2018–2020 | საქართველო 21-წლ. | 14 | (0) |
2023– | საქართველო | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 დეკემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 მარტი, 2023 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებალუკა გუგეშაშვილმა ეროვნულ ლიგაში პირველი შეხვედრა გორის „დილას“ შემადგენლობაში 2018 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ჩაატარა. საქართველოს პირველობის მე-19 ტურის შეხვედრა რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დამთავრდა.[1]
2018–2019 წლებში გორული კლუბის რიგებში სულ 34 მატჩი ითამაშა. 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხუთი მატჩი ითამაშა გრანადის „რეკრეატივოში“, რის შემდეგაც ისევ „დილას“ დაუბრუნდა და 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ბოლომდე გორელთა მაისურით ეროვნული ლიგის ფარგლებში 51 შეხვედრა ჩაატარა.
2022 წლიდან „ყარაბაღში“ განაგრძო საკლუბო კარიერა. მისი დებიუტი აზერბაიჯანული კლუბის რიგებში იმავე წლის 1 თებერვალს, „შამახის“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში, აზერბაიჯანის თასზე შედგა.[2]
2022 წლის 3 მაისს „ყარაბაღი“ საკუთარ მოედანზე „საბაჰს“ დაუპირისპირდა და ქულის აღება შეძლო (1–1), რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლუკა გუგეშაშვილის კლუბს ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეცხრედ მოეპოვებინა.[3][4]
„ყარაბაღმა“ აზერბაიჯანის პირველობა 2024 წლის სეზონშიც არავის დაუთმო. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მიზანს ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მიაღწია და „კაპაზთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვა.[5][6]
2024 წლის ივლისში „ყარაბაღიდან“ საბერძნეთის სუპერლიგის მონაწილე „პანსერაიკოსში“ გადავიდა, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[7]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2015 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას.[8] რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2023 წლის 23 მარტს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, მონღოლეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. გუგეშაშვილი მოედანზე შეხვედრის მეორე ნახევარში, გიორგი ლორიას ნაცვლად შემოვიდა.[9]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- აზერბაიჯანის პრემიერლიგა: 2021–22, 2022–23, 2023–24
- აზერბაიჯანის თასი: 2021–22
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი: 2024[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლუკა გუგეშაშვილი — ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
- ლუკა გუგეშაშვილი — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
თემატური საიტები |
---|
90minut · EU-Football.info · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerway · Sports.ru · Transfermarkt · UEFA |
მედია |
---|
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Torpedo Kutaisi 2–0 Dila / Erovnuli Liga. soccerway
- ↑ Qarabag 1–0 Shamakhi / 01.02.2022. soccerway
- ↑ Qarabag 1–1 Sabah / Premyer Liqa. soccerway
- ↑ გუგეშაშვილის ყარაბაღი აზერბაიჯანის ჩემპიონია
- ↑ გუგეშაშვილის ყარაბაღი აზერბაიჯანის ჩემპიონია
- ↑ გუგეშაშვილი „ყარაბაღთან“ ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონია
- ↑ ლუკა გუგეშაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში!
- ↑ ლუკა გუგეშაშვილი. nakrebi.ge
- ↑ Georgia 6–1 Mongolia / Friendlies. soccerway
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ