ლუკას ლეივა (პორტ. Lucas Pezzini Leiva; დ. 9 იანვარი, 1987) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობს „საფეხბურთო კლუბ ლაციოში“, ნახევარმცველის პოზიციაზე.

ლუკას ლეივა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუკას პეზინი ლეივა[1]
დაბადების
თარიღი
9 იანვარი, 1987 (1987-01-09) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
დორადუსი
ბრაზილია
სიმაღლე 179 სმ. [2]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლაციო
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
2004–2005 გრემიო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2007 გრემიო 38 (4)
2007–2017 ლივერპული 247 (1)
2017– ლაციო 37 (2)
ეროვნული ნაკრები
2007– ბრაზილია 24 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლუკასის კარიერა ბრაზილიურ გრემიოში დაიწყო, 2005 წელს ამავე კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიაში გატარებული 2 წლის შემდეგ ლუკასი „ლივერპულმა“ შეიძინა, 2007 წლიდან 2017 წლამდე მოღვაწეობდა პრემიერ ლიგაში. 2017 წლის 18 ივლისს 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა „ლაციოში“.[3] მისი დებიუტი შედგა იმავე წლის 13 აგვისტოს იუვენტუსის წინააღმდეგ მატჩში, სადაც ლაციომ მოწინააღმდეგეს 3-2 სძლია.

ეროვნულ ნაკრებში ლუკასის დებიუტი 2007 წელს შედგა ალჟირის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

მიღწევები

რედაქტირება

ინგლისის ლიგის თასი: 2011-2012

ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი: 2008

ლივერპულის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2010-2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. (2009) The PFA Footballers' Who's Who 2009–10. Mainstream Publishing, გვ. 257. ISBN 978-1-84596-474-0. 
  2. Lucas Leiva. Premier League. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2017.
  3. Official: Lazio sign Lucas Leiva - Football Italia.