ლუიჯი მერკანტინი
ლუიჯი მერკანტინი (დ. 20 სექტემბერი, 1821 — გ. 17 ნოემბერი, 1872, პალერმო) — იტალიელი პოეტი. ავტორია ძირითადად საომარი სიმღერებისა. მონაწილეობდა 1848-1849 წლების რევოლუციაში, ემხრობოდა ჯუზეპე გარიბალდის. დაწერა „გარიბალდის ჰიმნი“ (1860), რომელიც იტალიელი ხალხის ეროვნულ სიმღერად იქცა. ფართოდ გავრცელდა მისი ბალადა „საპრიელი მომკელი ქალი“ (1857).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 589.