ლუის სომოსა დებაილე
ლუის სომოსა დებაილე (ესპ. Luis Somoza Debayle; დ. 18 ნოემბერი, 1922 — გ. 13 აპრილი, 1967) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, ნიკარაგუის 51-ე პრეზიდენტი. ანასტასიო სომოსა გარსიას შვილი, 7 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე იყო ნიკარაგუის დიქტატორი. ლეონში დაბადებულ ლუის სომოსას ლეონის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიუღია უმაღლესი განათლება.
ლუის სომოსა დებაილე | |
ნიკარაგუის 51-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 სექტემბერი, 1956 – 1 მაისი, 1963 | |
წინამორბედი | ანასტასიო სომოსა გარსია |
მემკვიდრე | რენე ჩიკ გუტიერესი |
დაბადებული | 18 ნოემბერი, 1922 ლეონი, ნიკარაგუა |
გარდაცვლილი | 13 აპრილი, 1963 მანაგუა, ნიკარაგუა |
მოქალაქეობა | ნიკარაგუა |
ეროვნება | ნიკარაგუელი |
პოლიტიკური პარტია | ლიბერალ-ნაციონალისტების პარტია |
მამის მკვლელობის შემდეგ ლუის სომოსა გახდა ნიაკარგუის დროებითი პრეზიდენტი და იმავე წლის ბოლოს აირჩიეს ნიაკარგუის პრეზიდენტად. ლუისის მმართველობა იყო მეტად რბილი ვიდრე მამამისის. თუმცა სამოქალაქო თავისუფლება კვლავ შეზღუდული იყო და კორუფცია კიდევ უფორ გაძლიერდა.
მისი ძმა ანასტასიო სომოსა დებაილე უძღვებოდა ეროვნულ გვარდიას, რითაც ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ხელისუფლად გადაიქცა, თავისი ძმის შემდეგ. თუმცა რეალური მმართველი მაინც ლუის სომოსა დებაილე იყო, სანამ 1963 წლის 13 აპრილს არ გარდაიცვალა მანაგუაში, გულის ინფარქტით.
ლუის სომოსას მმართველობისას ნიკარაგუა წარმოადგენდა ცენტრალურ ქვეყანას ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზრის შესაქმნელად.