ლუისა ფერნანდა ესპანელი
ლუისა ფერნანდა ესპანელი (ესპ. Luisa Fernanda de España; დ. 30 იანვარი, 1832 — გ. 2 თებერვალი, 1897) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ისა და დედოფალ მარია კრისტინა სიცილიელის ასული. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის უმცროსი და. საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-ის რძალი. ესპანეთის დედოფალ მერსედეს ორლეანელის დედა.
ლუისა ფერნანდა ესპანელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 იანვარი, 1832 მადრიდი, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
2 თებერვალი, 1897, (65 წლის) სევილია, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება | მონტესპიერის ჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
ანტუანი, მონტესპიერის ჰერცოგი (ქ. 1846 - გარდ. 1890) |
შვილ(ებ)ი |
იზაბელი, პარიზის გრაფინია მარია კრისტინა მერსედესი, ესპანეთის დედოფალი ანტონიო, გალიერას ჰერცოგი |
მშობლები |
მამა: ფერდინანდ VII, ესპანეთის მეფე დედა: მარია კრისტინა სიცილიელი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუისა ფერნანდა დაიბადა 1832 წლის 30 იანვარს ესპანეთში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ისა და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ მარია კრისტინა სიცილიელის ნაბოლარა ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავდა, სახელად ისაბელი, რომელიც ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ მოიაზრებოდა. 1833 წელს, მეფე ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ კი ესპანეთის დედოფალი სწორედ ისაბელ II ხდება, რომლის რეგენტადაც დედა-დედოფალი მარია კრისტინა სიცილიელი დაინიშნა.
1846 წელს ისაბელა ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე ასისს, რომელიც ჰომოსექსუალი და იმპოტენტი კაცი იყო. ამის გამო, საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-მა ლუისა ფერნანდას თავის უფროს ვაჟზე დაქორწინება მოისურვა, იმ იმედით, რომ ფრანსისკოს სექსუალური მდგომარეობის გამო ისაბელი უშვილო დარჩებოდა და ტახტზე თავისი შვილიშვილი ავიდოდა.
1846 წლის 10 ოქტომბერს 14 წლის ლუისა ფერნანდა და ლუი ფილიპ I-ის 22 წლის ვაჟი, მონტესპიერის ჰერცოგი ანტუანი დაქორწინდნენ. ამის შემდეგ ანტუანს მიენიჭა ესპანეთის ინფანტის წოდება. წყვილმა თაფლობის თვე პარიზსა და სევილიაში გაატარა. მათ საკმაოდ ბედნიერი და იღბლიანი ქორწინება შექმნეს.
1848 წელს რევოლუციონერებმა ლუი ფილიპის მმართველობა დაამხეს. სწორედ ამ დროს, 16 წლის ლუისა ფერნანდამ თავისი პირველი შვილი — მარია იზაბელი გააჩინა. მას შემდეგ, რაც 1868 წელს ესპანეთში ისაბელ II-ის მმართველობაც დაამხეს, სამეფო ოჯახი ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. ფრანგული ემიგრაციისას, 1875 წელს გარდაიცვალა ლუისა ფერნანდას ქმარიც, დედოფალი ისაბელაც და მისი მეუღლეც. მხოლოდ ლუისა ფერნანდამ მოახერხა საბოლოოდ ესპანეთში დაბრუნება და ქალაქ სევილიაში დასახლება, რომელიც მას თავისი თაფლობის თვეს აგონებდა. იგი სწორედ აქ, 1897 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა 65 წლის ასაკში.
შვილები
რედაქტირება- მარია იზაბელი (1848-1919), ცოლად გაჰყვა პარიზის გრაფ ფილიპ ორლეანელს, რომელთანაც შეეძინა სიცილიის პრინცესა ლუიზ ორლეანელი, რომელიც ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს I-ის დიდი ბებია გახდა;
- მარია ამალია (1851-1870), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- მარია კრისტინა (1852-1879), დანიშნული იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ზე, თუმცა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა;
- მარია რეგლა (1856-1861), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მკვდარშობილი ბავშვი (1857);
- ფერნანდო (1859-1873), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მარია მერსედესი (1860-1878), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ს, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
- ფელიპე რაიმუნდო (1862-1864), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ანტონიო (1866-1930), გალიერას ჰერცოგი, ცოლად შეირთო ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის ასული ეულალია ესპანელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ლუის მარია (1867-1874), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Vélez Ochoa, Ricardo (2006). The shipwrecked species. Bogotá: Javerian Pontifical University. p. 146.
- Van Aken, Mark. King of the Night: Juan José Flores and Ecuador 1824-1864. United States: University of California Press. p. 216. Retrieved April 18, 2015.
- Orrego Penagos, Juan Luis. "The general Juan José Flores and Perú". Rumbo al Bicentenario. December 2003. Retrieved April 17, 2015.