მარი იზაბელ ორლეანელი (ფრანგ. Marie Isabelle d'Orléans; დ. 21 სექტემბერი, 1848, სევილია, ესპანეთი — გ. 23 აპრილი, 1919, სევილია, ესპანეთი) — ორლეანელების დინასტიის წარმომადგენელი. მონპენსიეს ჰერცოგ ანტუან ორლეანელისა და ინფანტა ლუისა ფერნანდა ესპანელის ასული, ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის დისწული და მეფე ალფონსო XII-ის დეიდაშვილი. პარიზის გრაფ ფილიპ ორლეანელის მეუღლე. პორტუგალიის მეფე მანუელ II-ის ბებია.

მარი იზაბელ ორლეანელი
Princess Marie Isabelle of Orléans, Countess of Paris.jpg
სრული სახელი
მარი იზაბელ ფრანსუაზ დე აზიზ ანტუანეტ ლუიზ ფერდინანდა კრისტინა ამალია ფილიპინ ადელაიდ ჟოზეფინ ელენ ანრიეტ კაროლინ ჟუსტინ რუფინ გასპარინ მელშიორ ბალტაზარ მატე
წოდებები
პარიზის გრაფინია
ორლეანისტების კანდიდატი საფრანგეთისა და ნავარის დედოფლობაზე
დაიბადა 21 სექტემბერი, 1848
სევილია, ესპანეთი
გარდაიცვალა 23 აპრილი, 1919, (70 წლის)
სევილია, ესპანეთი
საგვარეულო ორლეანები
მეუღლე(ები) ფილიპი, პარიზის გრაფი
(ქ. 1864 - გარდ. 1894)
შვილ(ებ)ი ამელია, პორტუგალიის დედოფალი
ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი
ელენი, აოსტის ჰერცოგინია
იზაბელი, გიზის ჰერცოგინია
ლუიზი, სიცილიის პრინცესა
ფერდინანდი, მონპენსიეს ჰერცოგი
მამა ანტუანი, მონპენსიეს ჰერცოგი
დედა ლუისა ფერნანდა ესპანელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფიარედაქტირება

მარი იზაბელი დაიბადა 1848 წლის 21 სექტემბერს სევილიაში, ესპანეთში. იგი იყო მონპენსიეს ჰერცოგ ანტუან ორლეანელისა და მისი ცოლის, ინფანტა ლუისა ფერნანდა ესპანელის უფროსი ქალიშვილი. როდესაც ის დაიბადა, ბაბუამისის, საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის მმართველობა სულ რამდენიმე თვის დამხობილი იყო, ამიტომაც მისი ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა ემიგრაციაში. აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან იგი იყო ესპანეთის განსვენებული მეფის, ფერდინანდ VII-ის შვილიშვილი, ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის დისწული და მომავალი მეფის, ალფონსო XII-ის დეიდაშვილი.

1864 წლის 30 მაისს წმინდა რაფაელის ეკლესიაში, ინგლისში მარი იზაბელი ცოლად შერთეს მამამისის უფროსი ძმის უფროს ვაჟს, პარიზის გრაფ ფილიპ ორლეანელს. ვინაიდან მისი ქმარი ემიგრაციის პირობებში ლონდონში ცხოვრობდა, მარი იზაბელს ესპანეთის დატოვება და დიდ ბრიტანეთში გადასახლება მოუწია.

წყვილი თავდაპირველად იორკ-ჰაუსში ცხოვრობდა, ტვიკენჰემში, თუმცა 1871 წელს საფრანგეთის ახალმა მთავრობამ ორლეანელებს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცათ, ამიტომაც მარი იზაბელი და ფილიპი პარიზში გადადიან საცხოვრებლად. როგორც წესი, ისინი მთელ წელს პარიზში ატარებდნენ, ზაფხულობით კი ნორმანდიაში დადიოდნენ.

პარიზის გრაფინია ხალხში უფრო იმით იყო ცნობილი, რომ ძალიან უყვარდა სიგარების მოწევა და მინდვრის სპორტი, განსაკუთრებით კი სროლა. ამასთან, ასეთი ჩვევების მიუხედავად, იგი ყოველთვის ახერხებდა საზოგადოების გაოცებას თავისი „ელეგანტურობით“.

1886 წელს საფრანგეთის მთავრობამ ისინი ქვეყნიდან მეორედ გააძევა. ქმრის გავლენით მარი იზაბელი კვლავ ინგლისში წავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ფილიპი 1894 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან დატოვა დიდი ბრიტანეთი, რომელიც არც არასოდეს მოსწონდა და მშობლიურ ესპანეთში დაბრუნდა. მარი იზაბელი მეორედ აღარ გათხოვილა და დარჩენილი ცხოვრება ესპანეთში გაატარა, სადაც 1919 წლის 23 აპრილს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შვილებირედაქტირება

  1. ამელია (1865-1951), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე კარლუშ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, მათ შორის მეფე მანუელ II;
  2. ფილიპი (1869-1926), ორლეანის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია მარია დოროთეა ავსტრიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. ელენი (1871-1951), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ამადეუს I-ის ვაჟს, აოსტის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტოს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. შარლი (1875), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. იზაბელი (1878-1961), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, გიზის ჰერცოგ ჟან ორლეანელს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. ჟაკი (1880-1881), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ლუიზი (1882-1958), ცოლად გაჰყვა ბურბონ-სიცილიის პრინც კარლოსს, რომელთანაც შეეძინა მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის დედა;
  8. ფერდინანდი (1884-1924), მონპენსიეს ჰერცოგი, ცოლად შეირთო ვალდეტერასოს მარკიზა მარია ისაბელ გონსალესი, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა;

წინაპრებირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Généalogie des rois et des princes by Jean-Charles Volkmann Edit. Jean-Paul Gisserot (1998)
  • "The Wandering Princess: Princess Hélène of France, Duchess of Aosta (1871-1951), by Edward Hanson. Fonthill, 2017.