ლუიზა ხელაშვილი

ქართველი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ლუიზა ხელაშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1963-1965 წლებში მუშაობდა ექიმ-მეან-გინეკოლოგად ურალსკში(ყაზახეთის სსრ). 1965-1968 წლებში იყო პედიატრიული სანიტარული ჰიგიენისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1969-1980 წლებში უფროსი ლაბორანტი. 1980 წლიდან აღნიშნული კათედრის ასისტენტი. არის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების წევრი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მასალები თვითნებითი აბორტების კლინიკისათვის“, დაიცვა 1969 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება