ლუიზა ამალია ბადენელი

ლუიზა ამალია ბადენელი (გერმ. Louise Amalie von Baden; დ. 5 ივნისი, 1811, შვერცინგენი, გერმანია — გ. 19 ივლისი, 1854, კარლსრუე, გერმანია) — ცერინგენების დინასტიის წარმომადგენელი. ბადენის დიდ ჰერცოგ კარლის ასული. ვაზას პრინცესა 1830-1843 წლებში როგორც პრინცი გუსტავის მეუღლე. საქსონიის დედოფალ კაროლას დედა.

ლუიზა ამალია ბადენელი
სრული სახელი
ლუიზა ამალია სტეფანია
წოდებები
ვაზას პრინცესა
დაიბადა 5 ივნისი, 1811
შვერცინგენი, გერმანია
გარდაიცვალა 19 ივლისი, 1854, (43 წლის)
კარლსრუე, გერმანია
საგვარეულო ცერინგენები
მეუღლე(ები) გუსტავი, ვაზას პრინცი
(ქ. 1830 - განქ. 1843)
შვილ(ებ)ი კაროლა, საქსონიის დედოფალი
მამა კარლი, ბადენის დიდი ჰერცოგი
დედა სტეფანია დე ბოარნე
რელიგია ლუთერანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ლუიზა ამალია 1840 წელს

ლუიზა ამალია დაიბადა 1811 წლის 5 ივნისს შვერცინგენში. იგი იყო ბადენის დიდ ჰერცოგ კარლისა და მისი ცოლის, სტეფანია დე ბოარნეს უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია პრინცი კარლ ლუდვიგ ბადენელი და პრინცესა ამალია ჰესენ-დარმშტადტელი იყვნენ.

მისი დები იყვნენ ჰოენცოლერნის პრინცესა ჟოზეფინა (რუმინეთის მეფე კაროლ I-ისა და პორტუგალიის დედოფალ სტეფანიას დედა) და ჰამილტონის ჰერცოგინია მარია ბადენელები.

1830 წლის 9 ნოემბერს კარლსრუეში ლუიზა ამალია დააქორწინეს მასზე თორმეტი წლით უფროს პრინც გუსტავზე, შვედეთის დამხობილი მეფის, გუსტავ IV ადოლფისა და დედოფალ ფრედერიკა ბადენელის უფროს ვაჟზე, რომელიც მას მამიდაშვილად ერგებოდა. ამის შემდეგ იგი ვაზას პრინცესა გახდა და მალევე გუსტავს ორი ბავშვი გაუჩინა, მაგრამ მათი ცამეტწლიანი ქორწინება არასოდეს ყოფილა ბედნიერი და 1843 წელს განქორწინებით დასრულდა.

ამის შემდეგ ლუიზა ამალია მშობლიურ ბადენში დაბრუნდა და იქ გაატარა დარჩენილი ცხოვრება. იგი სწორედ აქ, კარლსრუეში გარდაიცვალა, 1854 წლის 19 ივლისს, 43 წლის ასაკში.

  1. ლუდვიგი (1832), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. კაროლა (1833-1907), ცოლად გაჰყვა საქსონიის მეფე ალბერტს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lundy, Darryl. "The Peerage: Luise Amelie Stephanie Prinzessin von Baden". Retrieved 9 January 2010.