ლუდვიგ რიუტიმაიერი
შვეიცარიელი ზოოლოგი, ანატომი და პალეონტოლოგი
ლუდვიგ რიუტიმაიერი (გერმ. Ludwig Rütimeyer; დ. 26 თებერვალი 1825, ბიგლენი — გ. 25 ნოემბერი, 1895, ბაზელი) — შვეიცარიელი ზოოლოგი, ანატომი და პალეონტოლოგი. ზოოარქეოლოგიის ერთ-ერთი მამამთავარი. სწავლობდა ბერნის უნივერსიტეტში. 1855 წლიდან ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1882). მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ნამარხ ძუძუმწოვრებსა და შინაური ცხოველების წარმოშობის საკითხებს. რიუტიმაიერი — ერთ-ერთი პირველი პალეონტოლოგია, რომელმაც აღიარა ჩარლზ დარვინის მოძღვრება.
ლუდვიგ რიუტიმაიერი | |
---|---|
გერმ. Karl Ludwig Rütimeyer | |
დაბ. თარიღი | 26 თებერვალი, 1825[1] |
დაბ. ადგილი | ბიგლენი |
გარდ. თარიღი | 25 ნოემბერი, 1895[1] (70 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაზელი[2] |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | პალეონტოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ზოოლოგი, სამეცნიერო მხატვარ-ილუსტრატორი, გეოლოგი და ანატომი |
მუშაობის ადგილი | ბაზელის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბერნის უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტი და ლეიდენის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | Leopold Rütimeyer |
ჯილდოები | ბაზელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლუდვიგ რიუტიმაიერი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- Давиташвили Л. Ш., Развитие идей и методов в палеонтологии после Дарвина, М. — Л., 1940.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11670005X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.