ლუდვიგის არხი (გერმ. Ludwig-Donau-Main-Kanal) — სანაოსნო არხი გერმანიის სამხრეთ ნაწილში, ბავარიის მხარეში. აკავშირებს მდინარეებს მაინსა და ალტმიულს (დუნაის შენაკადი). არხი გაიყვანეს 1836-1845 წლებში. სიგრძე 172 კილომეტრი. მცირე გამტარუნარიანია. არხზე გაშენებულია ქალაქები ნიურნბერგი, ფიურთი, ერლანგენი, ბამბერგი.

ლუდვიგის არხი

ლიტერატურა

რედაქტირება