ლოტი (ნიდერლ. lood) — სანავიგაციო ხელსაწყო; იყენებენ გემის ბორტიდან წყლის სიღრმის გასაზომად. განასხვავებენ ხელის, მექანიკურ და ჰიდროაკუსტიკურ ლოტებს. ხელის ლოტი შედგება კონუსის ფორმის ტყვიის ან თუჯის საწონისაგან, რომლის წვეროზე მიბმულია გვარლი, რომელიც დაყოფილია მეტრებად. მისი ნაწილები კი დაყოფილია სხვადასხვა ფერისა და ფორმის მარკებით. ხელის ლოტით შეიძლება 50 მ-მდე სიღრმის გაზომვა. მექანიკური ლოტის მოქმედების პრინციპი ემყარება ჰიდროსტატიკური წნევის გაზომვას მილში, რომლის ერთი ბოლო დარჩილულია, მეორე ბოლო კი წყალშია ჩაშვებული. მექანიკური ლოტით ზომავენ 10-იდან 200 მ-მდე სიღრმეს. დიდი სიღრმის გასაზომ ლოტს, რომელსაც ოკეანოგრაფიულ გემებზე იყენებენ, ეწოდება სიღრმესაზომი მანქანა.

ლიტერატურა

რედაქტირება