ლოთარინგია

(გადამისამართდა გვერდიდან ლოტარინგია)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლოთარინგია, იგივე ლორენი (ფრანგ. Lorraine, გერმ. Lothringen) — რეგიონი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, მდინარეების მაასისა და მოზელის ზემო დინებაში. შედგება 4 დეპარტამენტისაგან: მიორტი და მოზელი, მიოზი, მოზელი, ვოგეზი.

  • ფართობი – 23,6 ათასი.
  • მოსახლეობა – 2,3 მლნ.
  • ქალაქები: მეცი, ნანსი, ტიონვილი.
ლოთარინგია
Lorraine
რეგიონის დროშა {{{სახელი}}}
რეგიონის ლოგოტიპი {{{სახელი}}}
(რეგიონის დროშა) (რეგიონის გერბი)
ადგილმდებარეობა
საფრანგეთის რუკა გამოყოფილი რეგიონით {{{სახელი}}}
ადმინისტრაცია
დედაქალაქი მეცი
საბჭოს პრეზიდენტი ჟან-პიერ მასრე
პრეფექტი ბერნარ ნიკე
დეპარტამენტები მეზი, მერთი და მოზელი, მოზელი, ვოგეზი
ოლქები 19
კანტონები 157
კომუნები 2 337
სტატისტიკა
ფართობი1 23 547 კმ²
მოსახლეობა (11 ადგილი)
 * 01.01.2009
(შეფასებებით)
2 350 112
 * 08.03.2007
(აღწერით)
2 343 000
 * სიმჭიდროვე (2009) 100/კმ²
1 საფრანგეთის მიწის რეგისტრაციის მონაცემებით, რომლებიც გამორიცხავს 1 კმ2-ზე დიდ ესტუარებს, ტბებს, ტბორებსა და მყინვარებს.
საფრანგეთი

ძველად ლოთარინგიის ტერიტორიაზე კელტები ცხოვრობდნენ. ძვ. წ. I საუკუნეში რომაელებმა დაიპყრეს. ძვ. წ. V საუკუნეში ფრანკთა სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. 855 წელს ფრანკთა იმპერატორმა ლოთარ I-მა ეს ტერიტორია თავის ვაჟს, ლოთარს უბოძა (ამ დროიდან მომდინარეობს სახელწოდება „ლოთარინგია“). ლოთარინგია 1766 წლამდე გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო,რის შემდეგაც საფრანგეთმა დაიპყრო ეს მიწა. 1871 წელს პრუსიამ საფრანგეთთან ომის მოგების შემდეგ ისევ შეიერთა ლოთარინგია.

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ლოთარინგია ვერსალის ხელშეკრულების თანახმად საფრანგეთს გადაეცა, რომლის შემდეგ დაიწყო ამ რეგიონში მცხოვრები გერმანელების უფლებების შეზღუდვა, მათ გერმანული ენის სწავლის უფლება სკოლაში არ ჰქონიათ. მე–2 მსოფლიო ომისას გერმანიამ ისევ დაიკავა ლოთარინგია და ელზასი. გერმანიის მარცხის შემდეგ ლოთარინგია ისევ საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა.


მოსახლეობა

რედაქტირება

დღეს ლოთარინგიის რეგიონში 2 350 000 ადამიანი ცხოვრობს. რეგიონის სამხრეთი, დასავლეთი და ცენტრალური ნაწილი ფრანგულენოვანია, ჩრდილო–აღმოსავლეთი კი გერმანული, სადაც მოსახლეობა, განსაკუთრებით ხანშიშესულები, გერმანულად საუბრობენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლოთარინგია“-დან