ლოს-პალასიოსი (ესპ. Los Palacios) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, პინარ-დელ-რიოს პროვინციაში. ქალაქი დაარსდა 1760 წელს, მუნიციპალიტეტის სტატუსი კი 1879 წელს მიიღო.

მუნიციპალიტეტი
ლოს-პალასიოსი
Los Palacios
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია პინარ-დელ-რიო
კოორდინატები 22°34′56″ ჩ. გ. 83°14′56″ დ. გ. / 22.58222° ჩ. გ. 83.24889° დ. გ. / 22.58222; -83.24889
დაარსდა 1760 წ
ფართობი 786 კმ²
ცენტრის სიმაღლე 45
მოსახლეობა 38 950 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 49,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-82
ლოს-პალასიოსი — კუბა
ლოს-პალასიოსი

ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა, მოყავთ თამბაქო, ბრინჯი, შაქრის ლერწამი, ხილი და ბოსტნეული.

დემოგრაფია

რედაქტირება

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 38 950 ადამიანს შეადგენდა.[1] 786 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 49,6 ადამიანი კმ²-ზე.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.