ლოს-კატიოსის ეროვნული პარკი
ლოს-კატიოსის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Natural Los Katíos) — მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიაში და უჭირავს 720 კმ² ტერიტორია. წარმოადგენს დარიენის ნაპრალის ნაწილს, რომელსაც კოლუმბია პანამასთან იყოფს. პარკს პანამის მხარეს ესაზღვრება დარიენის ეროვნული პარკი. როდესაც საბოლოოდ დასრულდება პანამერიკული მაგისტრალის მშენებლობა, იგი გაივლის ან ლოს-კატიოსის ეროვნული პარკის შორიახლოს ან უშუალოდ მის ტერიტორიაზე. 1994 წელს, იუნესკომ პარკი შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, აქ წარმოდგენილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების განსაკუთრებული მრავალფეროვნების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარკი კოლუმბიის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 1%-ს იკავებს, აქ წარმოდგენილია მთელი ქვეყნის ფრინველთა სახეობების 25%.
ლოს-კატიოსის ეროვნული პარკი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | კოლუმბია | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | ix, x | |
სია | [1] | |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა და კარიბები | |
კოორდინატები | 7°40′00″ ჩ. გ. 77°00′00″ დ. გ. / 7.66667° ჩ. გ. 77.00000° დ. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1994 (მე-18 სესია) | |
ნომერი | 711 | |
საფრთხის ქვეშ | 2009-2015 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 711 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2009-2015 წლებში იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ქვეშ. სიიდან ამოიღეს 2015 წლის 30 ივნისს[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იუნესკო, ლოს-კატიოსის ეროვნული პარკი
- World Conservation Monitoring Centre დაარქივებული 1997-07-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- OAS.org
- [2]