ლორა ბრენიგანი

ამერიკელი პოპ-მომღერალი

ლორა ენ ბრენიგანი (ინგლ. Laura Ann Branigan; დ. 3 ივლისი, 1952, ბრიუსტერი, ნიუ-იორკის შტატი — გ. 26 აგვისტო, 2004, ისტ-კუაგი, ნიუ-იორკის შტატი) — ამერიკელი პოპ-მომღერალი. მას ეკუთვნის 1980-იანი წლების რიგი ჰიტები, პირველ რიგში — ბილბორდის სინგლების ჩარტში მე-2 ადგილის მფლობელი „Gloria“ (1982). შემდგომში ჩაწერა ისეთი ჰიტები როგორებიცაა „Solitaire“ (1983), „How Am I Supposed to Live Without You“ (1983), ყველაზე პოპულარული ალბომი „Self Control“ (1984). დროდადრო იღებდნენ ფილმებსა და ტელესერიალებში, 2002 წელს მონაწილეობა მიიღო მიუზიკლში „Love, Janis“, სადაც ჯენის ჯოპლინი განასახიერა.[2] დაამთავრა ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების აკადემია.[3] ვოკალისტს ჰქონდა ხუთნახევაროქტავიანი დიაპაზონი. გასტროლებს ატარებდა ბეკ-ვოკალისტ ლეონარდ კოენთან ერთად, სანამ 1970-იანი წლების ბოლო სოლოკარიერას არ დაიწყებდა.[4]

ლორა ბრენიგანი
Laura Branigan

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 ივლისი, 1952
დაბ. ადგილი ბრიუსტერი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
გარდ. თარიღი 26 აგვისტო, 2004 (52 წლის)
გარდ. ადგილი ისტ-კუაგი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
დასაფლავებულია [1]
ჟანრ(ებ)ი პოპი, სინთპოპი, პოპ-როკი, საცეკვაო მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო
აქტიური 1972–1996, 2002–2004
ლეიბლ(ებ)ი Atlantic Records
ხელმოწერა
საიტი laurabraniganonline.com
ლორა ბრენიგანი ვიკისაწყობში

გარდაიცვალა ძილის დროს, თავის ტვინის ანევრიზმით, 52 წლის ასაკში. მის ნეშტს კრემაცია ჩაუტარეს და ფერფლი ლონგ-აილენდის სრუტეში მოაბნიეს.[3][4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Find a Grave — 1996.
  2. Laura Branigan. Encyclopædia Britannica. britannica.com (22 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  3. 3.0 3.1 Laura Branigan. Notable Names Database. nndb.com. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.
  4. 4.0 4.1 Laura Branigan. Find a Grave. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2020.